https://sputnik-georgia.com/20240227/portugaliashi-qartuli-gvino-waradgines-286590471.html
„საქართველო ღვინის სამშობლო“: პორტუგალიაში ქართული ქვევრის ღვინო წარადგინეს
„საქართველო ღვინის სამშობლო“: პორტუგალიაში ქართული ქვევრის ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად ეწევა 27.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-27T17:13+0400
2024-02-27T17:13+0400
2024-02-27T17:13+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
პორტუგალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24750/46/247504674_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_fe1ca231a40871c64c42b937e0869f2f.jpg
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. პორტუგალიის ქალაქ პორტოში გართულ გამოფენა Simplesmente Vinho-ზე ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი იყო წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, გამოფენაში, რომლის გზავნილი იყო „საქართველო ღვინის სამშობლო“, ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან.სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ტრადიციულად დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და მასმედიის მხრიდან. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, მის კულტურასა და ისტორიას.გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა.Simplesmente Vinho-ის ფარგლებში ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციები და გალა-ვახშამი გაიმართა. ასევე ჩატარდა კონფერენცია Qvevri, Dolia E Talha, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მიეძღვნა.კონფერენციის დასრულების შემდეგ მოეწყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ჩვენება. ფილმი, რომელიც საქართველოს მეღვინეობის რვა ათასწლიან ტრადიციებზე მოგვითხრობს, ამერიკელმა კინორეჟისორმა ემილი რელსბეიკმა (Emily Railsback) 2017 წელს გადაიღო და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
საქართველო
პორტუგალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24750/46/247504674_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_b2a192a9706b3233964044c23930e7e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, პორტუგალია
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, პორტუგალია
„საქართველო ღვინის სამშობლო“: პორტუგალიაში ქართული ქვევრის ღვინო წარადგინეს
ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად ეწევა
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. პორტუგალიის ქალაქ პორტოში გართულ გამოფენა Simplesmente Vinho-ზე ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი იყო წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოფენაში, რომლის გზავნილი იყო „საქართველო ღვინის სამშობლო“, ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ტრადიციულად დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და მასმედიის მხრიდან. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, მის კულტურასა და ისტორიას.
გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა.
„ქართველი მეღვინეების მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ღვინომ აღიარება ჰპოვა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც თავად აქვს ღვინის წარმოების დიდი ტრადიციები“, - განაცხადა პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი მირცხულავამ.
Simplesmente Vinho-ის ფარგლებში ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციები და გალა-ვახშამი გაიმართა. ასევე ჩატარდა კონფერენცია Qvevri, Dolia E Talha, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მიეძღვნა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მოეწყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ჩვენება. ფილმი, რომელიც საქართველოს მეღვინეობის რვა ათასწლიან ტრადიციებზე მოგვითხრობს, ამერიკელმა კინორეჟისორმა ემილი რელსბეიკმა (Emily Railsback) 2017 წელს გადაიღო და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.