მიმოხილვა: რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-69-ის მოუხელთებელი ძალა

© photo: Sputnik / Andrey Kataev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
დასავლეთი და მისი უკრაინელი მარიონეტები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი სპეცოპერაციის ზონაში უახლესი რუსული „ჰაერი-ზედაპირი“ რაკეტა Х-69-ის გამოყენებით, რომელიც თავდაპირველად მეხუთე თაობის გამანადგურებელ СУ-57-ისთვის შეიქმნა. მაღალი სიზუსტისა და მაღალი სიმძლავრის ფრთოსანი რაკეტა პრაქტიკულად უხილავია მტრის რადარებისთვის. შექმნილია სახმელეთო სამიზნეების არაბირთვული განადგურებისთვის.
მრავალფუნქციური ფრთოსანი რაკეტა Х-69, რომლის დიაპაზონი290 კმ-მდეა, შექმნილია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ავიასაშუალებებისადმი მაღალი მოთხოვნები სიზუსტის, შეფერხებებისგან დაცვის, საბრძოლო აღჭურვილობის ეფექტურობის, კომპაქტურობისა და უჩინრობის თვალსაზრისით.
ნატოს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაკეთობა ყველაზე მოწინავე, მრავალმხრივი და სახიფათოა რუსულ ტაქტიკურ საბრძოლო მასალათა ხაზში. ამიტომ ისინი მიკერძოებულად აანალიზებენ X-69-ის საბრძოლო გამოყენების ფაქტებსსპეცოპერაციის ზონაში.
სხვადასხვა მოდიფიკაციის ფრთოსანი წინამორბედის, Х-59M-ისგან განსხვავებით, უახლეს Х-69-ს აქვს უფრო განვითარებული „ინტელექტი“, გამოირჩევა კომპოზიტური მასალისგან დამზადებული კორპუსის უფრო მცირე ზომით, ტრაპეციული კვეთით და ძრავის შიდა განთავსებით. ასეთი რაკეტები შეიძლება კომპაქტურად იყოს „შეფუთული“ მეხუთე თაობის გამანადგურებელ Су-57-ის იარაღის ნაკვეთურებში.
დიაპაზონის გარდა, ცნობილია X-69-ის სხვა მახასიათებლები: სიჩქარე - 1050 კმ/სთ-მდე, საბრძოლო სიმაღლეები - 11 კმ-დან 50 მეტრამდე, მართვის სისტემა - ავტომატური, შეღწევადი ან კასეტური ქობინი 320 კგ-მდე წონით, წრიული სავარაუდო გადახრა - 3 მეტრამდე, ფრთების განშლა - 2,45 მეტრი, რაკეტის სიგრძე - 4,2 მ. მრავალფუნქციური X-69-ის ძირითადი მატარებლებია Cу-30CV, Cу-34M და Су-57 გამანადგურებელ- ბომბდამშენები.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი (სათაო ოფისი ლონდონში) იტყობინება, რომX-69 წარმოებაში 2023 წლის თებერვალში შევიდა. რუსეთის კორპორაციამ „ტაქტიკური სარაკეტო იარაღი“ X-69 პირველად ფორუმზე „არმია-2022“ წარმოადგინა. მაღალი სიზუსტის X-59MK2 სპეცოპერაციის ზონაში 2022 წლის აპრილიდან გამოიყენება.

საბრძოლო გამოყენების თავისებურებები

რაკეტა Х-69-სა და მესამე თაობის სხვა რუსული მართვადი რაკეტებისთვის გაშვებამდე საკმარისია სამიზნის კოორდინატების ან ფართობის, სამიზნის ნიშნების ან რელიეფის მითითება სამიზნე ზონაში. ამის შემდეგის ობიექტს დამოუკიდებლად ეძებს და პოულობს, რაც მესამე თაობის დამახასიათებელი თვისებაა.
როგორც ბორის ობნოსოვმა აღნიშნა მანამდე: „მათ იციან, როგორ მოაწყონ დაცვა გამანადგურებელი იარაღისგან. მათ ისწავლეს დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლა, რომლებსაც გზაზე აწყდებიან, ანუ რაკეტას შეუძლია მთის ირგვლივ შემოვლა, ადგილის „ნაკეცებში“ დამალვა, რვიანების გაკეთება და სამიზნესთან დაბრუნება“.
ტაქტიკური X-69 აღჭურვილია მართვის სისტემით, რომელსაც ბევრი საერთო აქვს სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებთან. X-69-ის დამიზნების კომბინირებული სისტემა მოიცავს ინერციულ ნავიგაციას, GLONASS-ის სატელიტურ სანავიგაციო მოწყობილობას, თვითდამიზნების კორელაციულ-ოპტიკურ თავაკსა და ავტოპილოტს, რომლებიც ფრენის მისიას (მარშრუტი და სიმაღლეები) იყენებენ და ურთიერთქმედებენ რთული ალგორითმების გამოყენებით.
სამიზნე ზონაში X-69 აზუსტებს „შეხვედრის წერტილს“ თვითდამიზნების ოპტიკური თავაკის გამოყენებით. თუ X-59M თავდაპირველად გემსაწინააღმდეგო იყო, X-69 შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სტაციონარული სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად ცნობილი კოორდინატებით - სამეთაურო პუნქტებისა, შტაბებისა, ბუნკერებისა, არსენალებისა და საწყობებისა. თუ X-69 აღჭურვილი იქნება ტაქტიკური ბირთვული ქობინით, სამიზნეების დიაპაზონი უფრო ფართო გახდება.
ახალი რუსული X-69-ის უახლოეს დასავლურ ანალოგებად შეიძლება ჩაითვალოს Scalp EG/Storm Shadow და Taurus, რომლებიც ორ-სამჯერ ძვირი ღირს. ერთი Storm Shadow CD-ის ფასი 2 მილიონი ევროა.
რუსული მრავალფუნქციური რაკეტაX-69 შეიქმნა სახელმწიფო საპროექტო ბიურო „რადუგაში“. ეს არის „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტების შემუშავების წამყვანი ცენტრი. იქ მანამდე მრავალი ტაქტიკური მართვადი საბრძოლო მასალა, ოპერატიულ-ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტა და შორ მანძილზე მოქმედების სტრატეგიული პროდუქტები შეიქმნა − როგორებიცაა X-555 დაX-101.
ახალი X-69-მა საბრძოლო ნათლობა სირიაში მიიღო 2018 წელს, ხოლო2022 წლის აპრილში მას რუსეთის სახელმწიფო პრემია − საბჭოთა კავშირის მარშალ ჟუკოვის სახელობის პრემია მიენიჭა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0