GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© press-service of Georgian Water and PowerGWP-ის თანამშრომელი
GWP-ის თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 27 თბერვლის 11:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 27 თებერვალს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, დუშეთის ქუჩაზე მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
წყალმომარაგება ისნის რაიონის გარკვეული ქუჩების მცხოვრებლებს შეეზღუდება 27 თებერვლის 11:00 საათიდან 28 თებერვლის 05:00 საათამდე.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0