არსებობს თუ არა არჩევნების დროს კიბერთავდასხმების ალბათობა? კალანდარიშვილის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე უშუალოდ კენჭისყრის პროცესში კიბერთავდასხმების საფრთხე არ არსებობს, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღამდე 60 დღით ადრე დაიწყება.
„ინტერნეტი არ უნდა იყოს გამოყენებული სწორედ იმ საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ამ აპარატების კიბერმოწყვლადობას. შესაბამისად, იმისთვის, რომ მანიპულაციებიდან მოწყვლადი არ ყოფილიყო ეს ყველაფერი, კანონმდებელმა იმთავითვე გაითვალისწინა. ამიტომაც, კიბერთავდასხმების საფრთხე უშუალოდ კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასა და ფუნქციონირებაში არ არსებობს“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, პროცესში ინტერნეტის გამოყენებას, ფაქტობრივად, ადგილი არ აქვს, გარდა შედეგების გადაცემისა. როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, მსგავსი ტიპის საფრთხეები იყო იდენტიფიცირებული და საერთაშორისო გამოცდილებამ, ასევე რვა საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ ამ პროცესში ინტერნეტის გამოყენება საჭირო არ არის.
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის „ჩახსნას" გეგმავს - მედიაში სკანდალურმა ინფორმაციამ გაჟონა>>>
ყველა იმ უბანზე, სადაც აპარატები იქნება დადგმული, შედეგები გადაითვლება, აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
„მას შემდეგ, რაც აპარატი ამობეჭდავს წინასწარ მონაცემებს - ქვითარს, იგი გადაეცემა საარჩევნო უბანზე მყოფ ყველა უფლებამოსილ პირს და მხოლოდ ამის შემდეგ, დაცული ქსელის მეშვეობით, მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შედეგების გადაგზავნა ცესკოში, რაც ასევე ყველა შესაბამისი პირობების გათვალისწინებით უსაფრთხო გადაცემას უზრუნველყოფს", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ეს უზრუნველყოფს მაღალსანდოობას და გამჭვირვალობას კენჭისყრის პროცესში, განსაკუთრებით შედეგებთან და შედეგების დათვლის პროცესთან მიმართებით. იგი იქნება უპრეცედენტო ქართული არჩევნების ისტორიაში, დასძინა ცესკოს თავმჯდომარემ.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფიციალური ჩამონათვალი ცნობილი აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება, როდესაც ცესკო პარტიების რეგისტრაციას დაასრულებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, მიუხედავად ბევრი პარტიისა, პარლამენტში ადგილებისთვის ძირითადი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და მის მუდმივ კონკურენტ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის გაიმართება.
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა“. საქართველოს.
ყველა ახალი ამბავი
0