ჯონ მალკოვიჩი თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ჩამოვა

© photo: Ron Burati / FBჯონ მალკოვიჩი
ჯონ მალკოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
მაყურებელი მსახიობს ტიმოფეი კულიაბინის სპექტაკლ „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ იხილავს
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისელ მაყურებელთან შეხვედრას 23 მარტს გამართავს, იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.
ჯონ მალკოვიჩი საქართველოში ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში უნდა ჩამოსულიყო - იგი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო. დაგეგმილი იყო ამერიკელი მსახიობის მონაწილეობით სპექტაკლებიც, თუმცა მალკოვიჩის ჯანმრთელობის გამო ვიზიტი გადაიდო.
ამჯერად შეხვედრა გაიმართება თეატრში „სახელოსნო 42".
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დედაქალაქის მერიამ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დააფუძნა.
ორი წლის შემდეგ, 2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.
უცვლელია ფესტივალის მიზანი – აჩვენოს უცხოელ სტუმრებს საქართველოს თეატრალური პოტენციალი და ქართულ თეატრს სახელი მოუხვეჭოს.
ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვი, ლუკაშ ტვარკოვსკი, ნინო ხარატიშვილი
ყველა ახალი ამბავი
0