https://sputnik-georgia.com/20240226/ilia-topuriam-santiago-bernabeus-stadionze-sachempiono-qamari-waradgina-286539916.html
თოფურიამ „სანტიაგო ბერნაბეუს“არენაზე UFC-ის ქამარი წარადგინა
თოფურიამ „სანტიაგო ბერნაბეუს“არენაზე UFC-ის ქამარი წარადგინა
Sputnik საქართველო
თოფურია მარტში საქართველოში ჩამოსვლას და გულშემატკივრებისთვის საჩემპიონო ქამრის ჩვენებას გეგმავს. 26.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-26T13:12+0400
2024-02-26T13:12+0400
2024-02-26T13:12+0400
საქართველო
ესპანეთი
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286538974_0:0:1081:608_1920x0_80_0_0_320f6a1f017905b0d89e211f9852b608.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე მადრიდის „რეალისა" და „სევილიას" მატჩის წინ გულშემატკივრების წინაშე UFC-ის ქამრით გამოჩნდა. შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.მადრიდის სტადიონზე „რეალისა" და „სევილიას" მატჩში თოფურიამ სიმბოლური პირველი დარტყმა განახორციელა - შეხვედრა „სამეფო კლუბის" სასარგებლოდ ანგარიშით - 1:0 დასრულდა.თოფურია UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა>>>ქართული მედიის ცნობით, თოფურია მარტში საქართველოში ჩამოსვლას და გულშემატკივრებისთვის საჩემპიონო ქამრის ჩვენებას გეგმავს.ილია თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ დაიცვა.ავსტრალიის წარმომადგენელთან გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო, ორგანიზატორებმა კი საუკეთესო ჩატარებული ბრძოლისთვის კიდევ 50 ათასი დაამატეს.ბრძოლის შემდეგ თოფურიამ გამოიწვია ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი, ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, რომელიც მსუბუქ და ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობს.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286538974_0:0:1081:810_1920x0_80_0_0_677620639a6d733209f33c1b5078c3e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ესპანეთი , სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ესპანეთი , სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
თოფურიამ „სანტიაგო ბერნაბეუს“არენაზე UFC-ის ქამარი წარადგინა
თოფურია მარტში საქართველოში ჩამოსვლას და გულშემატკივრებისთვის საჩემპიონო ქამრის ჩვენებას გეგმავს.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე მადრიდის „რეალისა" და „სევილიას" მატჩის წინ გულშემატკივრების წინაშე UFC-ის ქამრით გამოჩნდა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
მადრიდის სტადიონზე „რეალისა" და „სევილიას" მატჩში თოფურიამ სიმბოლური პირველი დარტყმა განახორციელა - შეხვედრა „სამეფო კლუბის" სასარგებლოდ ანგარიშით - 1:0 დასრულდა.
ქართული მედიის ცნობით, თოფურია მარტში საქართველოში ჩამოსვლას და გულშემატკივრებისთვის საჩემპიონო ქამრის ჩვენებას გეგმავს.
ილია თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ დაიცვა.
ავსტრალიის წარმომადგენელთან გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო, ორგანიზატორებმა კი საუკეთესო ჩატარებული ბრძოლისთვის კიდევ 50 ათასი დაამატეს.
ბრძოლის შემდეგ თოფურიამ გამოიწვია ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი, ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, რომელიც მსუბუქ და ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობს.