გორში მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა: ის ადგილზე გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerლიანდაგები
ლიანდაგები - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი რკინიგზაზე გადადიოდა, რა დროსაც ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა.
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. გორის შემოსასვლელთან ჩქაროსნული მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი რკინიგზაზე გადადიოდა, რა დროსაც ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა.
შემთხვევა დღეს საღამოს სოფელ ხიდისთავთან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275 - მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0