დარჩიაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა

© photo: Sputnikგაეროს დროშა
გაეროს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი მაღალი დონის შეხვედრები
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 26 თემერვალს მონაწილეობას მიიღებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიაში და აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მინისტრი ისაუბრებს საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე და ქართული მხარის ძალისხმევასა და გადადგმულ ნაბიჯებზე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და კოლეგა მინისტრებთან
ყველა ახალი ამბავი
0