https://sputnik-georgia.com/20240226/25-wlis-bichis-mkvlelobistvis-pirs-17-wlit-patimroba-sheeparda-286540692.html
„25 წლის მამაკაცი გაგუდეს და ჭაში დამარხეს" - დაკავებულს 17-წლით პატიმრობა შეეფარდა
„25 წლის მამაკაცი გაგუდეს და ჭაში დამარხეს" - დაკავებულს 17-წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. 26.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-26T14:22+0400
2024-02-26T14:22+0400
2024-02-26T14:22+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181611_0:135:853:615_1920x0_80_0_0_f520ca1e1828e5a47864cf47b2ae924d.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირი დამნაშავედ ცნო 17 წლით პატიმრობა შეუფარდა.ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 25 წლის მამაკაცს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი გაგუდა - ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.ისინი ასევე დაეუფლნენ დაზარალებულის მობილურ ტელეფონს.საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იქნა ნაპოვნი.დამნაშავეთაგან ერთ-ერთ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო და და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მასაც ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181611_30:123:811:709_1920x0_80_0_0_c1a3ee7a28fca09163f8df1f2cf3313a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
„25 წლის მამაკაცი გაგუდეს და ჭაში დამარხეს" - დაკავებულს 17-წლით პატიმრობა შეეფარდა
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირი დამნაშავედ ცნო 17 წლით პატიმრობა შეუფარდა.ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 25 წლის მამაკაცს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი გაგუდა - ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ისინი ასევე დაეუფლნენ დაზარალებულის მობილურ ტელეფონს.
„აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭაში დამარხეს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იქნა ნაპოვნი.
დამნაშავეთაგან ერთ-ერთ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო და და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მასაც ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.