https://sputnik-georgia.com/20240225/tevzwera-eleqtrosokuri-mowyobilobebis-gamoyenebit-dasjadi-gaxdeba-286529306.html
თევზჭერა ელექტროშოკური მოწყობილობების გამოყენებით დასჯადი გახდება
თევზჭერა ელექტროშოკური მოწყობილობების გამოყენებით დასჯადი გახდება
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამოქმედდება 25.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-25T10:42+0400
2024-02-25T10:42+0400
2024-02-25T10:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ed5b3e11b34ef469ec9ea84f1829b294.jpg
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები უახლოეს დროს დაიწყებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას, რომლებიც თევზჭერისთვის ელექტროშოკური მოწყობილობის ან ელექტრო იარაღის მართლსაწინააღმდეგო ბრუნვისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს.საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.თევზჭერა ელექტროშოკური მოწყობილობის ან ელექტრო იარაღის გამოყენებით სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.კანონპროექტის ავტორი - საქართველოს მთავრობა - ვარაუდობს, რომ ახალი ჯარიმა 2024 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდება.ცვლილებების პაკეტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა, პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.ცვლილებების ძალაში შესვლისთვის საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც პროექტს ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280710915_60:0:2791:2048_1920x0_80_0_0_b8f7950bf3699a06ee5b7168ff3c4c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თევზჭერა ელექტროშოკური მოწყობილობების გამოყენებით დასჯადი გახდება
საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამოქმედდება
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები უახლოეს დროს დაიწყებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას, რომლებიც თევზჭერისთვის ელექტროშოკური მოწყობილობის ან ელექტრო იარაღის მართლსაწინააღმდეგო ბრუნვისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
თევზჭერა ელექტროშოკური მოწყობილობის ან ელექტრო იარაღის გამოყენებით სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორი - საქართველოს მთავრობა - ვარაუდობს, რომ ახალი ჯარიმა 2024 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდება.
ცვლილებების პაკეტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა, პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
ცვლილებების ძალაში შესვლისთვის საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც პროექტს ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა.