https://sputnik-georgia.com/20240225/mamis-mkvlelobis-faqtze-dakavebul-mamakacs-patimroba-seefarda-286531286.html
მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა, მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 25.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-25T15:40+0400
2024-02-25T15:40+0400
2024-02-25T15:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. გლდანში მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.შემთხვევა 23 თებერვალს თბილისში, გლდანის რაიონში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო
მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა, მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. გლდანში მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა 23 თებერვალს თბილისში, გლდანის რაიონში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.