https://sputnik-georgia.com/20240225/iyavit-yuradrebit-saqartvelosi-tarlitobis-axali-sqema-gacnda-286534352.html
ყურადღებით იყავით! საქართველოში თაღლითობის ახალი სქემა გაჩნდა
ყურადღებით იყავით! საქართველოში თაღლითობის ახალი სქემა გაჩნდა
Sputnik საქართველო
მომხმარებელი აპლიკაციის გადმოწერით ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას, ამის შემდეგ თაღლითებს უკვე შეუძლიათ ბარათიდან თანხის გადარიცხვა ან... 25.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-25T23:34+0400
2024-02-25T23:34+0400
2024-02-25T23:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24583/50/245835029_0:45:3000:1733_1920x0_80_0_0_dd78083195c167cdc35c18134ae45008.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გაჩნდა კიბერთაღლითობის ახალი სქემა, რა დროსაც სთავაზობენ დასაქმებას ან ინვესტიციიდან დიდ ამონაგებს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“.არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, თაღლითები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ათავსებენ რეკლამებს, სადაც ადამიანებს მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს ჰპირდებიან, ან სთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ პირმა განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ „ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ.მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას. ამის შემდეგ თაღლითებს უკვე შეუძლიათ ბარათიდან თანხის გადარიცხვა ან სესხის აღება.ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხინებდნენ თანხას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24583/50/245835029_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_3171d5f4e28e193d6d96a04e9bfbe1b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიები
ყურადღებით იყავით! საქართველოში თაღლითობის ახალი სქემა გაჩნდა
მომხმარებელი აპლიკაციის გადმოწერით ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას, ამის შემდეგ თაღლითებს უკვე შეუძლიათ ბარათიდან თანხის გადარიცხვა ან სესხის აღება.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გაჩნდა კიბერთაღლითობის ახალი სქემა, რა დროსაც სთავაზობენ დასაქმებას ან ინვესტიციიდან დიდ ამონაგებს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, თაღლითები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ათავსებენ რეკლამებს, სადაც ადამიანებს მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს ჰპირდებიან, ან სთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ პირმა განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ „ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ.
მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას. ამის შემდეგ თაღლითებს უკვე შეუძლიათ ბარათიდან თანხის გადარიცხვა ან სესხის აღება.
ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხინებდნენ თანხას.