მარნეულში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© video: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის ლენტი
საპატრულო პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2024
გამოწერა
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა 23 თებერვლის ღამეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, წყლის არხში გადავარდა და მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0