https://sputnik-georgia.com/20240224/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-24-tebervali-286497475.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 თებერვალი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 თებერვალი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 24.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-24T00:15+0400
2024-02-24T00:15+0400
2024-02-24T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/12/252066296_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_af74f9d99eb8bee3e0ac6d1841d4fa41.jpg
დღეს 2024 წლის 24 თებერვალია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.დღეს უწინ დაშვებულ შეცდომებს დავინახავთ. ეს განსაკუთრებით ურთიერთობებს ეხება. კარმა მუშაობას იწყებს და გაუმართლებს მას, ვინც სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ურთიერთობები ჭკვიან და ავტორიტეტულ ადამიანებთან აჯობებს - შევძლებთ მათ შეცდომებზე სწავლას.ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ვისაც ამ უქმე დღეს მუშაობა უწევს, დაკვირვებული უნდა იყოს, რომ დეტალები არ გამოეპაროს მხედველობიდან. საიდუმლოს ნურავის გაანდობთ.ვერძი: საკმაოდ მოსაწყენი დღე გელოდებათ, მაგრამ შეგიძლიათ სადავეები ხელში აიღოთ და გამხიარულდეთ - დაპატიჟოთ სტუმრები, წახვიდეთ სადმე სასიამოვნო ადგილას - მრავალი დადებითი ემოცია გელოდებათ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და არ დაივიწყოთ სპორტი.კურო: თავდაჯერებული ხართ და ეს პრობლემებისა და შეცდომების წინააღმდეგ საუკეთესო იარაღია. მაგრამ მაინც, გადაამოწმეთ ხოლმე შესრულებული სამუშაო, რათა 100 პროცენტით იყოთ დარწმუნებული მის სისწორეში. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ.ტყუპი: მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს - ეს სწორი გადაწყვეტილებების პოვნაში დაგეხმარებათ. ასე რომ, მოუყევით ახლობელ ადამიანებს თქვენი პრობლემების შესახებ. სამსახურში თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად აჩვენეთ. ეს კარიერაზე დადებითად აისახება. საღამოს კი აუცილებლად დაისვენეთ.კირჩხიბი: დღეს ძალზე დიპლომატიური უნდა იყოთ. შესაძლოა, თანამოსაუბრეებმა გაგაღიზიანონ, მაგრამ, ამავე დროს, უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდონ. ამიტომ არ გაექცეთ საუბრებს. მიხედეთ სახლს - საჭიროა, რომ ის მოაწესრიგოთ და ახლობლებს თქვენი ზრუნვა აჩვენოთ.ლომი: საქმიანი მოლაპარაკებების დროს იფრთხილეთ - დღეს დიდი ორატორული უნარებით მაინცდამაინც არ გამოირჩევით, ამიტომ ბევრი ისმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. საქმეებში თანმიმდევრული იყავით - არ ღირს ხან ერთი და ხან მეორე საქმის კეთება. მუშაობა ნაშუადღევს უკვე შეწყვიტეთ - გამოიყენეთ უქმე დღე დასვენებისთვის.ქალწული: გაქვთ საკუთარი თავის წარმოჩენის კარგი შანსი. ხელმძღვანელობა დაინახავს თქვენს უნარებს. გეყოლებათ თანამოაზრეები, რომლებიც თქვენს „გიჟურ“ იდეებს მხარს დაუჭერენ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, დაელოდეთ წარმატებებს - ის განსაკუთრებულად რთულ მომენტებში გამოჩნდება.სასწორი: ხომ გაგიგიათ, ეშმაკი დეტალებშიაო, ხოდა ყურადღებაც სწორედ წვრილმანებს უნდა მიაქციოთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, სამუშაოზე (თუ დასვენების დღე არ გაქვთ). იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მიიღეთ ხილ-ბოსტნეული, იაქტიურეთ ფიზიკურად. საღამოს დაისვენეთ.მორიელი: გეგმებში დეტალებს მიაქციეთ ყურადღება - წვრილმანებს მთელი გეგმების ჩაშლა შეუძლია. მეგობრები განწყობას გაგიხალისებენ, ამიტომ მათთან კავშირი არ გაწყვიტოთ. ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს კი მოერიდეთ. სახლში შეგიძლიათ მნიშვნელოვან თემებზე დაილაპარაკოთ და გაუგებარი მომენტები გაარკვიოთ.მშვილდოსანი: კარიერული საკითხები აგაღელვებთ, მაგრამ მაინც აჯობებს, თუ მოდუნდებით ამ უქმე დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ. უარი არ უთხრათ საკუთარ თავს ტორტის ზედმეტ ნაჭერზე ან ჭიქა ღვინოზე - დღეს შეგიძლიათ, თავი გაანებივროთ. ურთიერთობა ავტორიტეტულ ადამიანებთან იქონიეთ და მათ კარგად მოუსმინეთ.თხის რქა: დღეს ირგვლივ ყველას დასჭირდებით. სხვებზე ზრუნვისას საკუთარი თავი არ დაივიწყოთ. სამუშაო საკითხებზე მეტი ყურადღება გმართებთ - ზოგიერთი საქმე შეიძლება არ გამოგივიდეთ, ამიტომ ჯერ საკუთარი ძალები შეაფასეთ და საქმეს მერე შეუდექით. საღამოს დაისვენეთ, თავი არ დაიტვირთოთ.მერწყული: ყურადღებით უნდა იმოქმედოთ, დეტალებს მიაქციოთ ყურადღება და საკითხები გადაჭრათ, მაგრამ ისე, რომ სხვებს თავი არ მოაბეზროთ. კარგი იქნება, თუ ურთიერთობები ავტორიტეტულ და ჭკვიან ადამიანებთან გექნებათ - მათგან ბევრი რამის სწავლა და გამოცდილების გათვალისწინება შეიძლება.თევზები: აკურატულობა გმართებთ - დღეს თქვენი ნერვების „შემოწმების“ დღეა. იქნება ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი, შეგხვდებიან ნეგატიური ადამიანები. თქვენ მყარად უნდა დადგეთ და თქვენი მიზნებისკენ იაროთ. საჭირო ადამიანებს მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვით, პასუხების დროს კი ნათქვამი სიღრმისეულად გაიაზრეთ.
https://sputnik-georgia.com/20181121/zodiaqos-TiToeuli-niSnis-aqilevsis-qusli-243045440.html
https://sputnik-georgia.com/20230825/zodiaqos-nisnebis-reitingi-saxumaro-profesia-coli-281653717.html
https://sputnik-georgia.com/20190927/saukeTeso-wyvilebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-246597772.html
https://sputnik-georgia.com/20171024/saukeTeso-mSoblebis-top-xuTeuli-zodiaqos-niSniT-237793708.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/12/252066296_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_ace2d76318c7d8b287d339e635149bc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 თებერვალი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 24 თებერვალია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღეს უწინ დაშვებულ შეცდომებს დავინახავთ. ეს განსაკუთრებით ურთიერთობებს ეხება. კარმა მუშაობას იწყებს და გაუმართლებს მას, ვინც სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ურთიერთობები ჭკვიან და ავტორიტეტულ ადამიანებთან აჯობებს - შევძლებთ მათ შეცდომებზე სწავლას.
ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ვისაც ამ უქმე დღეს მუშაობა უწევს, დაკვირვებული უნდა იყოს, რომ დეტალები არ გამოეპაროს მხედველობიდან. საიდუმლოს ნურავის გაანდობთ.
ვერძი: საკმაოდ მოსაწყენი დღე გელოდებათ, მაგრამ შეგიძლიათ სადავეები ხელში აიღოთ და გამხიარულდეთ - დაპატიჟოთ სტუმრები, წახვიდეთ სადმე სასიამოვნო ადგილას - მრავალი დადებითი ემოცია გელოდებათ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და არ დაივიწყოთ სპორტი.
კურო: თავდაჯერებული ხართ და ეს პრობლემებისა და შეცდომების წინააღმდეგ საუკეთესო იარაღია. მაგრამ მაინც, გადაამოწმეთ ხოლმე შესრულებული სამუშაო, რათა 100 პროცენტით იყოთ დარწმუნებული მის სისწორეში. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ.
ტყუპი: მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს - ეს სწორი გადაწყვეტილებების პოვნაში დაგეხმარებათ. ასე რომ, მოუყევით ახლობელ ადამიანებს თქვენი პრობლემების შესახებ. სამსახურში თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად აჩვენეთ. ეს კარიერაზე დადებითად აისახება. საღამოს კი აუცილებლად დაისვენეთ.
კირჩხიბი: დღეს ძალზე დიპლომატიური უნდა იყოთ. შესაძლოა, თანამოსაუბრეებმა გაგაღიზიანონ, მაგრამ, ამავე დროს, უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდონ. ამიტომ არ გაექცეთ საუბრებს. მიხედეთ სახლს - საჭიროა, რომ ის მოაწესრიგოთ და ახლობლებს თქვენი ზრუნვა აჩვენოთ.
ლომი: საქმიანი მოლაპარაკებების დროს იფრთხილეთ - დღეს დიდი ორატორული უნარებით მაინცდამაინც არ გამოირჩევით, ამიტომ ბევრი ისმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. საქმეებში თანმიმდევრული იყავით - არ ღირს ხან ერთი და ხან მეორე საქმის კეთება. მუშაობა ნაშუადღევს უკვე შეწყვიტეთ - გამოიყენეთ უქმე დღე დასვენებისთვის.
ქალწული: გაქვთ საკუთარი თავის წარმოჩენის კარგი შანსი. ხელმძღვანელობა დაინახავს თქვენს უნარებს. გეყოლებათ თანამოაზრეები, რომლებიც თქვენს „გიჟურ“ იდეებს მხარს დაუჭერენ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, დაელოდეთ წარმატებებს - ის განსაკუთრებულად რთულ მომენტებში გამოჩნდება.
სასწორი: ხომ გაგიგიათ, ეშმაკი დეტალებშიაო, ხოდა ყურადღებაც სწორედ წვრილმანებს უნდა მიაქციოთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, სამუშაოზე (თუ დასვენების დღე არ გაქვთ). იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მიიღეთ ხილ-ბოსტნეული, იაქტიურეთ ფიზიკურად. საღამოს დაისვენეთ.
27 სექტემბერი 2019, 01:24
მორიელი: გეგმებში დეტალებს მიაქციეთ ყურადღება - წვრილმანებს მთელი გეგმების ჩაშლა შეუძლია. მეგობრები განწყობას გაგიხალისებენ, ამიტომ მათთან კავშირი არ გაწყვიტოთ. ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს კი მოერიდეთ. სახლში შეგიძლიათ მნიშვნელოვან თემებზე დაილაპარაკოთ და გაუგებარი მომენტები გაარკვიოთ.
მშვილდოსანი: კარიერული საკითხები აგაღელვებთ, მაგრამ მაინც აჯობებს, თუ მოდუნდებით ამ უქმე დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ. უარი არ უთხრათ საკუთარ თავს ტორტის ზედმეტ ნაჭერზე ან ჭიქა ღვინოზე - დღეს შეგიძლიათ, თავი გაანებივროთ. ურთიერთობა ავტორიტეტულ ადამიანებთან იქონიეთ და მათ კარგად მოუსმინეთ.
თხის რქა: დღეს ირგვლივ ყველას დასჭირდებით. სხვებზე ზრუნვისას საკუთარი თავი არ დაივიწყოთ. სამუშაო საკითხებზე მეტი ყურადღება გმართებთ - ზოგიერთი საქმე შეიძლება არ გამოგივიდეთ, ამიტომ ჯერ საკუთარი ძალები შეაფასეთ და საქმეს მერე შეუდექით. საღამოს დაისვენეთ, თავი არ დაიტვირთოთ.
მერწყული: ყურადღებით უნდა იმოქმედოთ, დეტალებს მიაქციოთ ყურადღება და საკითხები გადაჭრათ, მაგრამ ისე, რომ სხვებს თავი არ მოაბეზროთ. კარგი იქნება, თუ ურთიერთობები ავტორიტეტულ და ჭკვიან ადამიანებთან გექნებათ - მათგან ბევრი რამის სწავლა და გამოცდილების გათვალისწინება შეიძლება.
თევზები: აკურატულობა გმართებთ - დღეს თქვენი ნერვების „შემოწმების“ დღეა. იქნება ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი, შეგხვდებიან ნეგატიური ადამიანები. თქვენ მყარად უნდა დადგეთ და თქვენი მიზნებისკენ იაროთ. საჭირო ადამიანებს მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვით, პასუხების დროს კი ნათქვამი სიღრმისეულად გაიაზრეთ.