საპენსიო სესხების საკითხი: ნათია თურნავა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2024
გამოწერა
გასული წლის მესამე კვარტლის ბოლოს თითქმის 354 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ბანკის კრედიტი ჰქონდა, რაც ჯამში 400 მილიონ ლარს აჭარბებს.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 23 თებერვალს დეპუტატების შეკითხვებს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით უპასუხებს, - ამის შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.
საპენსიო სესხები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ამჟამად საპარლამენტო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიმართულებით. 2023 წლის იანვრიდან „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებისთვის საკრედიტო განაკვეთი 26%-მდე შეამცირა. თუმცა, ეს ცვლილება არ შეეხო ამ პერიოდამდე აღებულ სესხებს.
„მაინტერესებს, სესხების ვადის შეუსაბამო გაზრდასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ეროვნულ ბანკს შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები, რას გულისხმობს ის და თუ არ აქვს რა მიზეზით; აქვს თუ არა ინფორმაცია ნათია თურნავას და ეროვნულ ბანკს, რომ „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს უფორმებდა ეგრეთ წოდებულ „ოვერდრაფტებს“ მათი სათანადო ინფორმირების გარეშე“, - განაცხადა თურაზაშვილმა.
გასული წლის მესამე კვარტლის ბოლოს არსებული მონაცემებით, პენსიების გამცემ „ლიბერთი ბანკში“ (Liberty Bank) კრედიტი თითქმის 354 ათას პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს ჰქონდა, რაც ჯამში 400 მილიონ ლარს აჭარბებს.
კრედიტის ქვეშ იგულისხმება პენსია ან სოციალური დახმარება, რომელიც რამდენიმე თვით ადრეა გატანილი.
კრედიტის საშუალო ოდენობა 1100 ლარს შეადგენს, პენსია კი 340 ლარს შეადგენს.
2023 წლის იანვრიდან Liberty Bank-მა პენსიონრებისთვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 26 პროცენტამდე შეამცირა, მაგრამ ეს არ შეეხო 2023 წლის იანვრამდე აღებულ კრედიტებს.
ყველა ახალი ამბავი
0