„სადახლოზე" კონტრაბანდული ოქრო შემოჰქონდათ

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2024
გამოწერა
დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე ოქროს საიუველირო ნაკეთობები მის კუთვნილ ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავით შემოიტანა.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს 1.735 გრამი ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 216.758 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა"), რაც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყველა ახალი ამბავი
0