https://sputnik-georgia.com/20240223/respublikuri-saavadmyofo-286511919.html
„რესპუბლიკურის“ მედპერსონალი პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილია
„რესპუბლიკურის“ მედპერსონალი პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა პროდუქტიული იყო, კმაყოფილები ვართ, აცხადებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები. 23.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-23T22:27+0400
2024-02-23T22:27+0400
2024-02-23T22:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285859078_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_7732b108a0a7abe661c12a873c6adf35.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა პროდუქტიული იყო, კმაყოფილები ვართ, აცხადებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები.მათი თქმით, პრემიერმა საავადმყოფოს მედპერსონალს „ძალიან ყურადღებით“ მოუსმინა და მათი საწუხარი გაიგო.როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვდა ექიმებს, „პრემიერ-მინისტრმა ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღო დეტალური ინფორმაცია არგუმენტების სახით“.მისი განმარტებით, კობახიძე 24 თებერვალს კიდევ ერხელ შეხვდება ექიმებს და მეორე მხარის არგუმენტებსაც მოისმენს.მედპერსონალის პროტესტირესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სამედიცინო დაწესებულების შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ევროპული სტანდარტების თანამედროვე საავადმყოფოს აშენება გადაწყვიტა.შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლებს ფულადი კომპენსაცია ან სხვა კლინიკაში მუშაობა შესთავაზა. გადაწყვეტილების მისაღებად მათ 5 მარტამდე აქვთ ვადა. თუმცა ექიმების ნაწილი ამ წინადადებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება და კლინიკის ახალი შენობა არ აშენდება. სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების წინადადებას კი შანტაჟის და მოსყიდვის მცდელობა უწოდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285859078_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b97f0bb611ab92e91af955cb48ebfc92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
ახალი ამბები, საქართველო, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
„რესპუბლიკურის“ მედპერსონალი პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილია
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა პროდუქტიული იყო, კმაყოფილები ვართ, აცხადებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები.
მათი თქმით, პრემიერმა საავადმყოფოს მედპერსონალს „ძალიან ყურადღებით“ მოუსმინა და მათი საწუხარი გაიგო.
„ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა და რისი თქმაც გვინდოდა, რა არგუმენტებიც გვქონდა, ყველამ აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი პირიდან გაიგო საწუხარი. ჩვენ ვუთხარით, რომ სანამ დემონტაჟი გადაწყდება, სანამ პროექტები და საქმიანი წინადადებები წამოვა, მანამდე შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ“, — განაცხადა ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა.
როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვდა ექიმებს, „პრემიერ-მინისტრმა ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღო დეტალური ინფორმაცია არგუმენტების სახით“.
მისი განმარტებით, კობახიძე 24 თებერვალს კიდევ ერხელ შეხვდება ექიმებს და მეორე მხარის არგუმენტებსაც მოისმენს.
„ხვალ 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სავარაუდოდ, დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებიც — მინისტრი დაესწრება. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე შეგვიძლია წავიდეთ რაღაც გადაწყვეტილებისკენ“, — აღნიშნა მდინარაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სამედიცინო დაწესებულების შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ევროპული სტანდარტების თანამედროვე საავადმყოფოს აშენება გადაწყვიტა.
შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლებს ფულადი კომპენსაცია ან სხვა კლინიკაში მუშაობა შესთავაზა. გადაწყვეტილების მისაღებად მათ 5 მარტამდე აქვთ ვადა. თუმცა ექიმების ნაწილი ამ წინადადებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება და კლინიკის ახალი შენობა არ აშენდება. სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების წინადადებას კი შანტაჟის და მოსყიდვის მცდელობა უწოდეს.