პოლიციამ მამის მკვლელი ცხელ კვალზე დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2024
გამოწერა
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მამა — 1974 წელს დაბადებულ გ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა“, — ნათქვამია შსს-ის პრესსამსახურის განცხადებაში.
პოლიციამ ბრალდებული რ.გ. შემთხვევის ადგილთან ახლოსვე დააკავა და დანაშაულის იარაღი — დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0