https://sputnik-georgia.com/20240223/-csto-somxeti-286508917.html
სომხეთი CSTO-დან გადის? მოსკოვი ერევნისგან განმარტებას ელის
სომხეთი CSTO-დან გადის? მოსკოვი ერევნისგან განმარტებას ელის
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. კრემლი აპირებს, დაუკავშირდეს სომეხ კოლეგებს იმ განცხადებებში გასარკვევად, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების... 23.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-23T19:51+0400
2024-02-23T19:51+0400
2024-02-23T19:51+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
სომხეთი
რუსეთი
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/16/252092623_0:70:6891:3946_1920x0_80_0_0_6bb4ec7657a941fa85781bce2b967bbf.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. კრემლი აპირებს, დაუკავშირდეს სომეხ კოლეგებს იმ განცხადებებში გასარკვევად, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) მონაწილეობის შეჩერებას შეეხებოდა, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა>>მანამდე სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა CSTO და რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში. იანვარში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკას „არანაირი მოლოდინები არ აქვს “ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რადგან მისგან 2022 წლის სექტემბერში მომხდარი „ფართომასშტაბიანი თავდასხმის“ დროს „ადეკვატური რეაქცია“ არ მიუღია.CSTO მოუწოდებს ერევანს, დაუბრუნდეს არსებული პრობლემების კონსტრუქციულ განხილვას. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ორიენტირებულნი არიან სომხეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებაზე. მისი თქმით, CSTO მზად იყო გაეგზავნა სამშვიდობო მისია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მონიტორინგისთის, მაგრამ ამ სამუშაოს დასკვნით ნაწილში ერევანმა თავად მოითხოვა დღის წესრიგიდან შესაბამისი დოკუმენტის მოხსნა, ვინაიდან ბაქოსთან ზავის შესაძლებლობა გამოიკვეთა.
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/16/252092623_770:0:6122:4014_1920x0_80_0_0_4c3bd55492b62031efb6fa626d154c7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, სომხეთი, რუსეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, სომხეთი, რუსეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, პოლიტიკა
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. კრემლი აპირებს, დაუკავშირდეს სომეხ კოლეგებს იმ განცხადებებში გასარკვევად, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) მონაწილეობის შეჩერებას შეეხებოდა, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„სომხურ მხარეს ამ კუთხით არანაირი ოფიციალური ნაბიჯი არ გადაუდგამს. ვაპირებთ დავუკავშირდეთ [სომეხ] კოლეგებს, რათა ამ განცხადებების მნიშვნელობა გავარკვიოთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დეტალების გაგება. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სომეხი მეგობრები ყველაფერს აგვიხსნიან“, — თქვა კრემლის წარმომადგენელმა.
მანამდე სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა CSTO და რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში. იანვარში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკას „არანაირი მოლოდინები არ აქვს “ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რადგან მისგან 2022 წლის სექტემბერში მომხდარი „ფართომასშტაბიანი თავდასხმის“ დროს „ადეკვატური რეაქცია“ არ მიუღია.
CSTO მოუწოდებს ერევანს, დაუბრუნდეს არსებული პრობლემების კონსტრუქციულ განხილვას. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ორიენტირებულნი არიან სომხეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებაზე. მისი თქმით, CSTO მზად იყო გაეგზავნა სამშვიდობო მისია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მონიტორინგისთის, მაგრამ ამ სამუშაოს დასკვნით ნაწილში ერევანმა თავად მოითხოვა დღის წესრიგიდან შესაბამისი დოკუმენტის მოხსნა, ვინაიდან ბაქოსთან ზავის შესაძლებლობა გამოიკვეთა.