https://sputnik-georgia.com/20240222/wamoscda-tu-segnebulad-tqva-simartle-mdinaraze-gia-baramizis-gancxadebas-gamoexmaura-286486947.html
წამოსცდა თუ შეგნებულად თქვა სიმართლე - მდინარაძე გია ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა
წამოსცდა თუ შეგნებულად თქვა სიმართლე - მდინარაძე გია ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას უარყოფს, თუმცა პარტია ამას არ ეთანხმება. 22.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-22T18:29+0400
2024-02-22T18:29+0400
2024-02-22T18:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ შემთხვევით თუ განზრახ წამოსცდა - ისინი კოალიციაში არიან ექს-პრემიერ გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მათი პარტია არა მხოლოდ გეგმავს, არამედ უკვე თანამშრომლობს გახარიას პარტიასთან და მათთან კოალიციაშია რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შესაძლებლობას უარყოფს.მდინარაძის თქმით, ყველასათვის ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოებში კოალიციაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფენ ამას.„დღეს კოალიციაში ერთად არიან და ამბობენ - მათთან კოალიცია წითელ ხაზად მიგვაჩნია. წარმოუდგენელი ამბავია. ეს რა ტაქტიკაა, პიარის ულტრათანამედროვე სტრატეგიაა, რომ შეგიძლია ამ ტრიბუნასთან იდგე და იძახო: „ახლა აქ არ ვარ“, - განაცხადა მდინარაძემ.იანვარში პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ არიან კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამასთან, მან აღიარა, რომ გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოიყენა „ნაცმოძრაობა“ იმისთვის, რომ თავისი წარმომადგენლები საკრებულოებში თავმჯდომარეებად გაეყვანა და ეს ადგილები მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არ დარჩენოდა.საპარლამენტო არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა“. საქართველოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
წამოსცდა თუ შეგნებულად თქვა სიმართლე - მდინარაძე გია ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას უარყოფს, თუმცა პარტია ამას არ ეთანხმება.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ შემთხვევით თუ განზრახ წამოსცდა - ისინი კოალიციაში არიან ექს-პრემიერ გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მათი პარტია არა მხოლოდ გეგმავს, არამედ უკვე თანამშრომლობს გახარიას პარტიასთან და მათთან კოალიციაშია რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შესაძლებლობას უარყოფს.
„ვერ წარმოვიდგენდი თუ ბარამიძეს ცხოვრებაში რაღაცაში დავეთანხმებოდი მაგრამ, წამოსცდა ან შეგნებულად თქვა სიმართლე, რომ გახარიები მათთან კოალიციაში არიან“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ყველასათვის ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოებში კოალიციაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფენ ამას.
„დღეს კოალიციაში ერთად არიან და ამბობენ - მათთან კოალიცია წითელ ხაზად მიგვაჩნია. წარმოუდგენელი ამბავია. ეს რა ტაქტიკაა, პიარის ულტრათანამედროვე სტრატეგიაა, რომ შეგიძლია ამ ტრიბუნასთან იდგე და იძახო: „ახლა აქ არ ვარ“, - განაცხადა მდინარაძემ.
იანვარში პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ არიან კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამასთან, მან აღიარა, რომ გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოიყენა „ნაცმოძრაობა“ იმისთვის, რომ თავისი წარმომადგენლები საკრებულოებში თავმჯდომარეებად გაეყვანა და ეს ადგილები მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არ დარჩენოდა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა“. საქართველოს.