საქართველოს საგადასახადო სისტემაში ცვლილებები შევიდა: ბოლო სიახლეები

© photo: Sputnik / Stringerშემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2024
გამოწერა
ფიზიკური პირი ვალდებულია ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა შეავსოს დეკლარაცია და გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ფიზიკური პირებისთვის დაინერგა გადასახადების გადახდის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც ქონების გაყიდვაზე საშემოსავლო გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა ერთ წელიწადში, არამედ მომდევნო თვეში, იუწყება შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, გადახდების ახალი სისტემა შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციიდან იღებენ ნამეტ შემოსავალს.
ახალი სისტემა შეეხება მათ, ვინც გაყიდა ბინა, სახლი ან მიწა, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მისი შეძენიდან ან/და უსასყიდლოდ მიღებიდან 2 წლამდე ვადაში, ასევე ვინც გაყიდა ავტომობილი მასზე მართვის უფლების რეგისტრაციიდან 6 თვემდე ვადაში.
ფიზიკური პირი ვალდებულია ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა (პირველი საანგარიშო პერიოდი-15 თებერვალი) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი.
ყველა ახალი ამბავი
0