პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2024
გამოწერა
დეპუტატები შალვა პაპუაშვილისგან პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას მოისმენენ.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში ხუთშაბათს, 22 თებერვალს, უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა, შენობაში ვიზიტორების შესვლა შეზღუდულია, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე სპიკერი შალვა პაპუაშვილი ყოველწლიური ანგარიშით წარდგება.
„მოცემული ღონისძიების მიზანი საქართველოს პარლამენტში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უსაფრთხოების გამო დაწესებული შეზღუდვა არ შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს.
2023 წლის სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების რამდენიმე დონე მოქმედებს. მწვანე დონე - როდესაც არ არსებობს შეზღუდვები. წითელი დონე ეხება ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში ევაკუაციის შემთხვევას. ყვითელი დონე, როდესაც შეიძლება სხვადასხვა სახის შეზღუდვა იყოს ვიზიტორებთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0