https://sputnik-georgia.com/20240222/deputati-partia-lelos-bevri-lideri-datovebs-286484481.html
დეპუტატი: პარტია „ლელოს" ბევრი ლიდერი დატოვებს
დეპუტატი: პარტია „ლელოს" ბევრი ლიდერი დატოვებს
Sputnik საქართველო
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხაზარაძის პარტია შეცდომას შეცდომაზე უშვებს და არასწორი მარკეტინგი აქვს. 22.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-22T17:15+0400
2024-02-22T17:15+0400
2024-02-22T17:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282490133_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_9dc7d0e175c24afc7b6aa2e731680f21.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციურ პარტია „ლელო საქართველოსთვის" დატოვებენ არა მარტო რიგითი წევრები, არამედ ლიდერები, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.პარტია „ლელო" თაზო დათუნაშვილმა დატოვა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, პარტიაში უთანხმოების მიზეზი პენსიის 1 ათას ლარამდე გაზრდის თემა გახდა, რასაც ოპოზიციური პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება მოსახლეობას. სწორედ ამ საკითხზე მოუვიდა დაპირისპირება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს პარტიის ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან.მისი თქმით, პარტიას არასწორი სტრატეგიული ხედვა აქვს.საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხაზარაძის პარტია შეცდომას შეცდომაზე უშვებს და არასწორი მარკეტინგი აქვს.საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციურმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრეა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსიების 1 ათას ლარამდე გაზრდის პირობა დადო. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება თავად საქართველოს დააზარალებს და ასეთ პირობებში პენსიების გაზრდაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.დღეისთვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია. ქვეყანაში პენსიას 838,1 ათასი ადამიანი იღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282490133_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a11f37ffabffb8d5a01a66277084e013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
დეპუტატი: პარტია „ლელოს" ბევრი ლიდერი დატოვებს
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხაზარაძის პარტია შეცდომას შეცდომაზე უშვებს და არასწორი მარკეტინგი აქვს.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციურ პარტია „ლელო საქართველოსთვის" დატოვებენ არა მარტო რიგითი წევრები, არამედ ლიდერები, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
პარტია „ლელო" თაზო დათუნაშვილმა დატოვა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, პარტიაში უთანხმოების მიზეზი პენსიის 1 ათას ლარამდე გაზრდის თემა გახდა, რასაც ოპოზიციური პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება მოსახლეობას. სწორედ ამ საკითხზე მოუვიდა დაპირისპირება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს პარტიის ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან.
„ვფიქრობ, ძალიან ბევრი ლიდერი დატოვებს „ლელოს" იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებთ - „ლელოს" ნომერ პირველი პრობლემა არის ხაზარაძე და მისი სულელური განცხადებები", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, პარტიას არასწორი სტრატეგიული ხედვა აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხაზარაძის პარტია შეცდომას შეცდომაზე უშვებს და არასწორი მარკეტინგი აქვს.
„არ ვფიქრობ, რომ ეს რამე სიურპრიზი, უჩვეულო ან ალოგიკურია, როდესაც პარტიაში ასეთი განხეთქილებაა. პარტია შეცდომებს ყოველდღიურად უშვებს, მათ შორის, არასწორი მარკეტინგის გამო", - განაცხადა სარჯველაძემ.
საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციურმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრეა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსიების 1 ათას ლარამდე გაზრდის პირობა დადო. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება თავად საქართველოს დააზარალებს და ასეთ პირობებში პენსიების გაზრდაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.
დღეისთვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია. ქვეყანაში პენსიას 838,1 ათასი ადამიანი იღებს.