დავით ცეცხლაძე: დიპურთიერთობის არარსებობა ყველაფერზე უარყოფით გავლენას ახდენს

გამოწერა
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა აფერხებს საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის სრულ განვითარებას, აცხადებს რუსეთის ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე.
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ Sputnik-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა არ იძლევა საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის სრული პოტენციალის რეალიზების საშუალებას ყველა სფეროში.

სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა ყველაფერზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს ხელს უშლის ეკონომიკური, სოციალური, ჰუმანიტარული თუ სულიერი მიმართულებებით განვითარებას“ - ამბობს ცეცხლაძე.

მისი თქმით, სანამ საქართველოსა და რუსეთის მთავრობები არ გადაწყვეტენ ყველა საკამათო საკითხს და არ აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ორი ქვეყნის ხალხები, საუკეთესოს იმედით, საკუთარი ინიციატივით განაგრძობენ კონტაქტებისა და კავშირების განვითარებას.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. ეს ქართული მხარის ინიციატივით მოხდა მას შემედგ, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია სპეციალური წარმომადგენლების პრაღის დიალოგისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.
ყველა ახალი ამბავი
0