https://sputnik-georgia.com/20240222/chexetma-ashsh-saqartvelos-moqalaqe-gadasca-286482218.html
ჩეხეთმა ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი" აშშ-ს გადასცა
ჩეხეთმა ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი" აშშ-ს გადასცა
Sputnik საქართველო
აღნიშნულ საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაასამართლეს დანაშაულის ორი თანამონაწილე. 22.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-22T15:15+0400
2024-02-22T15:15+0400
2024-02-22T15:15+0400
საქართველო
შემთხვევები
ჩეხეთი 
აშშ 
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე,  „კრიმინალური ავტორიტეტი" ფოლად ომაროვი, რომელიც ეჭვმიტანილია რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის, ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტ მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის დაგეგმვაში, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" რადიო Prague  International-ზე დაყრდნობით.ომაროვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის  პასპორტს ფლობს, ჩეხეთში 2023 წელს დააკავეს.აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, წარმოშობით აზერბაიჯანელი,  39 წლის ომაროვი ბრალდებულია აშშ-ში ემიგრირებული ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ  ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში. ჟურნალისტის მკვლელობა არ შედგა, რადგან დანაშაული გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მომზადების სტადიაზე აღკვეთა.აღნიშნულ საქმეზე აშშ-შ- უკვე გაასამართლეს დანაშაულის ორი თანამონაწილე - მეჰდიევი და ამიროვი. სამივე მათგანს ბრალად ედება მონაწილეობა დაქირავებულ მკვლელობაში, შეთქმულებასა და ფულის გათეთრებაში. ბრალდებები 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
ჩეხეთი 
აშშ 
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2024
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, შემთხვევები, ჩეხეთი , აშშ , ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები, ჩეხეთი , აშშ , ახალი ამბები
ჩეხეთმა ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი" აშშ-ს გადასცა
აღნიშნულ საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაასამართლეს დანაშაულის ორი თანამონაწილე.
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე,  „კრიმინალური ავტორიტეტი" ფოლად ომაროვი, რომელიც ეჭვმიტანილია რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის, ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტ მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის დაგეგმვაში, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" რადიო Prague  International-ზე დაყრდნობით.
ომაროვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის  პასპორტს ფლობს, ჩეხეთში 2023 წელს დააკავეს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, წარმოშობით აზერბაიჯანელი,  39 წლის ომაროვი ბრალდებულია აშშ-ში ემიგრირებული ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ  ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში. 
ჟურნალისტის მკვლელობა არ შედგა, რადგან დანაშაული გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მომზადების სტადიაზე აღკვეთა.
აღნიშნულ საქმეზე აშშ-შ- უკვე გაასამართლეს დანაშაულის ორი თანამონაწილე - მეჰდიევი და ამიროვი. სამივე მათგანს ბრალად ედება მონაწილეობა დაქირავებულ მკვლელობაში, შეთქმულებასა და ფულის გათეთრებაში. ბრალდებები 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.