როდის დაიწყება საქართველოში ქონების გადასახადის რეფორმა - ფინანსთა სამინისტროს განმარტება

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2024
გამოწერა
ამჟამად ქონების გადასახადი ეკისრება მათ, ვისი წლიური შემოსავალიც აღემატება 40 ათას ლარს
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქონების გადასახადის რეფორმის საჯარო განხილვა დაიწყება რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებათან კონსულტაციების შემდეგ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ამჟამად ქონების გადასახადი ეკისრება მათ, ვისი წლიური შემოსავალიც აღემატება 40 ათას ლარს. 2023 წელს ფინანსთა სამინისტრომ დააანონსა რეფორმა, რომლის თანახმად ქონების გადასახადი არ იქნება დამოკიდებული შემოსავლის ოდენობაზე.
„როდესაც აღნიშნული რეფორმა იქნება წარმოდგენილი, ის ყველა მუნიციპალიტეტთან უნდა იყოს გავლილი. ვფიქრობ, თითოეულ მუნიციპალიტეტთან მიმდინარე ზეგავლენის შეფასების საბოლოო შედეგები მალე გვექნება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიტანთ რეფორმას საჯარო განხილვაზე", - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, რაიონებთან მუშაობა აუცილებელია, რადგანაც ქონების გადასახადი სრულად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მიემართება.
როგორც ადრე ხუციშვილმა განმარტა, რეფორმის თანახმად გადასახადი დამოკიდებული იქნება არა შემოსავალზე, არამედ ქონების მთლიან ფართობზე, რომელსაც კომპანიები ან ფიზიკური პირები ფლობენ. თავად ქონების ღირებულება კი განისაზღვრება კონკრეტული ზონებისა და კვადრატული მეტრი ფართობის ღირებულების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0