ხორცის ნაცვლად სოიო: ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირებისთვის ერთი პირი დააკავეს

© Sputnik / Denis Aslanovპელმენი
პელმენი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში კუსტარულად მოწყობილ საამქროში სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს.
სასამართლო განჩინების საფუძველზე სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად იქნა ამოღებული ფალსიფიცირებული პროდუქცია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 197-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0