https://sputnik-georgia.com/20240221/videoxidi-saqartvelos-ganvitareba-diasporis-gareshe-warmatebuli-ar-iqneba-286452931.html
საქართველოს განვითარება დიასპორის ჩართულობის გარეშე წარმატებული არ იქნება - ვიდეოხიდი
საქართველოს განვითარება დიასპორის ჩართულობის გარეშე წარმატებული არ იქნება - ვიდეოხიდი
Sputnik საქართველო
შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს გამარტივდება ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. 21.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-21T14:04+0400
2024-02-21T14:04+0400
2024-02-21T14:04+0400
საქართველო
მულტიმედია
პრეს-ცენტრი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/15/286454722_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_496b0b98b1241c946c3766495fb614c1.jpg
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. რუსეთის ქართული დიასპორა მსოფლიოში ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა და მისი ერთ-ერთი პრობლემა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხია, განაცხადეს „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის მონაწილეებმა.ვიდეოხიდში „რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან“ საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირის“ თავმჯდომარემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნანა წითელაშვილმა, ექიმმა, სახალხო დიპლომატმა გია სულაქველიძემ და თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს დირექტორმა თეიმურაზ შენგელიამ, მოსკოვიდან კი რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.ვიდეოხიდზე განხილვის მთავარი თემა იყო დიასპორის პრობლემები, მათი კავშირები სამშობლოსთან, ოფიციალური ხელისუფლების შესაძლო მიწვევა მოსკოვში დიასპორის ღონისძიებებზე და სხვა აქტუალური საკუთხები.არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირი“ გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების რუსეთის ქართულ დიასპორასთან კავშირების აქტიური განვითარების წინადადებით. როგორც ნანა წითელაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან, რათა გაადვილდეს ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.მისი თქმით, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში ან ურთიერთობები აშშ-სთან არ ნიშნავს იმას, რომ „ნაგავსყრელზე მოვისროლოთ საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები".როგორც რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ აღნიშნა, დღესდღეობით რუსეთში ქართული დიასპორა არის ერთ-ერთი მსხვილი საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვა ეროვნულ დიასპორებს შორის გამორჩეული და სამაგალითოა.ცეცხლაძის თქმით, დღესდღეობით რუსეთში ქართული დიასპორა არის აღორძინებული და განმტკიცებული, მას შემონახული აქვს ქართული ტრადიციები და კულტურა. ის ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა მთელს მსოფლიოში და მოღვაწეობს მრავალვექტორული მიმათულებებით, მათ შორის ქართული იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნების კუთხით.მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობით, პარტნიორების ჩართულობითა და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გამარტივდება ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი და შემუშავდება გარკვეული პროგრამა, რაც მათ სამშობლოში დაბრუნებასა და ინტეგრაციაში დაეხმარებათ.შეხვედრაზე გია სულაქველიძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირსა“ და რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდეს.„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირი“ 2006 წელს შეიქმნა „ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ურთიერთობების გამტკიცების მიზნით“. არასამთავრობო ორგანიზაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. კავშირმა საქართველოში რიგი ღონისძიებები მოაწყო: მაიაკოვსკის დღეები, ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის დღეები და სხვა.ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომია რუსეთში – ერთადერთი ქართული დიასპორის გაერთიანებაა ფედერალური დონეზე. არის რუსეთში მცხოვრები ქართველების ეროვნულ–კულტურული თვითგანსაზღვრის ფორმა, მათი თვითმყოფადობის, ენის განვითარების, განათლების, ეროვნული კულტურის შენარჩუნების დამოუკიდებლად გადაწყვეტის მიზნით. დაარსდა 2016 წლის იანვარში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/15/286454722_89:0:1224:851_1920x0_80_0_0_b8a9baddc9d9f572488fba4e3ac0da47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, პრეს-ცენტრი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ქართული დიასპორა
საქართველო, მულტიმედია, პრეს-ცენტრი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ქართული დიასპორა
საქართველოს განვითარება დიასპორის ჩართულობის გარეშე წარმატებული არ იქნება - ვიდეოხიდი
შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს გამარტივდება ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი.
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. რუსეთის ქართული დიასპორა მსოფლიოში ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა და მისი ერთ-ერთი პრობლემა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხია, განაცხადეს „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის მონაწილეებმა.
ვიდეოხიდში „რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან“ საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირის“ თავმჯდომარემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნანა წითელაშვილმა, ექიმმა, სახალხო დიპლომატმა გია სულაქველიძემ და თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს დირექტორმა თეიმურაზ შენგელიამ, მოსკოვიდან კი რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.
ვიდეოხიდზე განხილვის მთავარი თემა იყო დიასპორის პრობლემები, მათი კავშირები სამშობლოსთან, ოფიციალური ხელისუფლების შესაძლო მიწვევა მოსკოვში დიასპორის ღონისძიებებზე და სხვა აქტუალური საკუთხები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირი“ გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების რუსეთის ქართულ დიასპორასთან კავშირების აქტიური განვითარების წინადადებით. როგორც ნანა წითელაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან, რათა გაადვილდეს ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.
„საქართველოს პირველმა პირებმა გასულ წელს გამართულ დიასპორის ფორუმზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის ჩართულობის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი არ იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა და დიასპორასთან მჭიდრო კავშირია, რადგანაც დიასპორა არის საქართველოში მშვიდობისა და მისი ევროპული განვითარების გარანტი“, - განაცხადა წითელაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში ან ურთიერთობები აშშ-სთან არ ნიშნავს იმას, რომ „ნაგავსყრელზე მოვისროლოთ საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები".
როგორც რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ აღნიშნა, დღესდღეობით რუსეთში ქართული დიასპორა არის ერთ-ერთი მსხვილი საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვა ეროვნულ დიასპორებს შორის გამორჩეული და სამაგალითოა.
ცეცხლაძის თქმით, დღესდღეობით რუსეთში ქართული დიასპორა არის აღორძინებული და განმტკიცებული, მას შემონახული აქვს ქართული ტრადიციები და კულტურა. ის ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა მთელს მსოფლიოში და მოღვაწეობს მრავალვექტორული მიმათულებებით, მათ შორის ქართული იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნების კუთხით.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც დღეს ქართულ დიასპორას აქვს, არის ეთნიკურად ქართველისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. ამ საკითხზე ჩვენ ხშირად გვიწევს საუბარი“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობით, პარტნიორების ჩართულობითა და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გამარტივდება ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი და შემუშავდება გარკვეული პროგრამა, რაც მათ სამშობლოში დაბრუნებასა და ინტეგრაციაში დაეხმარებათ.
შეხვედრაზე გია სულაქველიძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირსა“ და რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდეს.
„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების საზოგადოებების კავშირი“ 2006 წელს შეიქმნა „ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ურთიერთობების გამტკიცების მიზნით“. არასამთავრობო ორგანიზაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. კავშირმა საქართველოში რიგი ღონისძიებები მოაწყო: მაიაკოვსკის დღეები, ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის დღეები და სხვა.
ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომია რუსეთში – ერთადერთი ქართული დიასპორის გაერთიანებაა ფედერალური დონეზე. არის რუსეთში მცხოვრები ქართველების ეროვნულ–კულტურული თვითგანსაზღვრის ფორმა, მათი თვითმყოფადობის, ენის განვითარების, განათლების, ეროვნული კულტურის შენარჩუნების დამოუკიდებლად გადაწყვეტის მიზნით. დაარსდა 2016 წლის იანვარში.