ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა იზრდება.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. 2024 წლის იანვარში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით შემცირდა და 190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

41,6

-52,6

იმპორტი

148,4

-15,6

სულ

189,9

-27,9

2024 წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 10 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი, 9 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, 2,6 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 5 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, დაახლოებით 1,6 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

13,3

18,6

ციტრუსი

6,5

249,2

სპირტიანი სასმელები

5,8

-1,3

მინერალური წყალი

4,8

8,1

გაზიანი სასმელები

2,6

-22,0

რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. მიმდინარე წლის იანვარში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 31,2 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან შემოვიდა 51,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 128 ათასი ტონა გაზი, 217,5 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი, 7 ათასი ტონა ბოთლი და მინის ტარა, 24,4 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი) და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი

საქონელი

საქონელი, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

37,1

-34,5

გაზი

33,7

-2,9

ნახშირბადოვანი ფოლადი

14,8

323,7

ხორბალი

7,8

46,2

ბოთლები და ტარა

2,7

-22,6

2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0