მოსაზრება: ქართული კვალი უკრაინის რევოლუციაში

© photo: Sputnik / Andrey Stenin
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
რობინზონ ნაჭყებია
ევრომაიდანის მეათე წლისთავზე „Sputnik საქართველოს“ მიმომხილველი რობინზონ ნაჭყებია მსჯელობს, თუ როგორ გახდნენ ქართველი სამხედროები უკრაინის რევოლუციის ნაწილი.

ქართული კვალი უკრაინის მიწაზე

იმ ფაქტზე, რომ ე.წ. ქართულ ლეგიონს კავშირი ჰქონდა 2014 წელს უკრაინის ევრომაიდანზე მომხდარ სისხლისღვრაში, აქტიურად 2017 წელს ალაპარაკდნენ — მას შემდეგ, რაც იტალიური დოკუმენტური ფილმი „უკრაინა. დამალული ჭეშმარიტება“ გამოვიდა; და ასევე მას შემდეგ, რაც „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტის, ანდრეი ვესიოლოვის დიდი სპეციალური რეპორტაჟი გამოქვეყნდა, რომელმაც ინტერვიუები ჩაწერა სავარაუდო სნაიპერებთან.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 20 თებერვალს კიევში სროლის მსხვერპლი 53 ადამიანი გახდა. სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს ევრომაიდნის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს. კიევის ახალმა ხელისუფლებამ მომხდარში ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, მაგრამ დამნაშავეები ვერ იპოვეს... იტალიურმა ფილმმა, რომელშიც ქართველ სნაიპერებთან ინტერვიუებია გამოყენებული, მომხდარის ოფიციალური ვერსია თავდაყირა დააყენა...
ინტერვიუს მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სროლის ბრძანება გასცეს არა სამართალდამცავებმა, არამედ უკრაინის ოპოზიციის ლიდერებმა.
„საჭირო იყო სროლა ქაოსის, არეულობის, პანიკის შესაქმნელად. არ ჰქონდა მნიშვნელობა სად. მთავარი იყო სროლა", — თქვა ერთ-ერთმა სნაიპერმა.
შემდეგ ქართველებს სასტუმროს შენობის დატოვება უბრძანეს.
ინტერვიუდან ირკვევა, რომ ყველა ქართველი სნაიპერი ამერიკელი ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით მოქმედებდა, ხოლო უკრაინაში სააკაშვილის დახმარებით ჩავიდნენ.
ქართველ სნაიპერებთან 2017 წლის ინტერვიუს თავად საქართველოშიც გამოეხმაურნენ. საქართველოს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა დევდარიანმა, „Sputnik საქართველოსთან“ საუბარში დაუდასტურა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო ასეთი ნაბიჯების გადადგმა და ხალხის ჩათრევა თავისი მიზნების განხორციელებაში.
მას ეთანხმება მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძეც. Ukraina.ru-სთან ინტერვიუში მან სააკაშვილის გუნდს მძიმე დახასიათება მისცა.
„ერთის მხრივ, ის ეფუძნებოდა მათრახს, მეორე მხრივ – უამრავ თაფლაკვერს, რადგან მათ, ვინც მზად იყო სააკაშვილის ნებისმიერი, თუნდაც უკანონო, ამოცანის შესასრულებლად, ყველაფერი ჰქონდა, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა პატარა საქართველოში... ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ხალხისთვის მთავარი იყო შემდეგი პრინციპის დაცვა: მე გაძლევ ბრძანებას, შენ კი დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ასრულებ. თუნდაც ეს ადამიანის ლიკვიდაციის ბრძანება იყოს. და ასეთი ბრძანებები სრულდებოდა, თანაც არაერთხელ“.
დანარჩენი ქართველი ექსპერტები მაშინ ცდილობდნენ, არ შეხებოდნენ ქართული ლეგიონის თემას. ბევრს არ სჯეროდა ევრომაიდანის ხოცვა-ჟლეტაში ქართველების მონაწილეობისა.
მაგრამ ახლა, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, ამაზე ეჭვები აღარ არსებობს. ქართული ლეგიონი უკრაინაში დარჩა. მედიის ცნობით, ლეგიონის რიგებში რუს ჯარისკაცებს დაახლოებით ორი ათასი ადამიანი ებრძვის. გასაგებია, რომ ეს მარტო ქართველები არ არიან. ესენი არიან უკრაინელებიცა და უცხოელი დაქირავებულებიც...

მათი სახელია ლეგიონი

ქართული ლეგიონის შექმნის იდეა მამუკა მამულაშვილს ეკუთვნის. ეს საქართველოში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა — იარაღი ხელში პირველად 1992 წელს აიღო, 14 წლისამ, აფხაზეთის ომის დროს, სადაც მამამისი, საკადრო გენერალი ზურაბ მამულაშვილი ქვედანაყოფს მეთაურობდა. მამუკა ერთი წელი იბრძოდა, შემდეგ მამასთან ერთად ტყვედ ჩავარდა (მამამ თითქმის ორი წელი გაატარა იქ, შვილი სამი თვის შემდეგ გაცვალეს). მოგვიანებით მამუკა სათავეში ჩაუდგა საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ეროვნულ ფედერაციას, მიხეილ სააკაშვილის დროს თავდაცვის სამინისტროს მრჩევლად მუშაობდა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ კი უკრაინაში გაჰყვა მას.
დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე მამუკამ თანამემამულეთა ჯგუფი შეკრიბა, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ და უკრაინაში ჩავიდა. შეიქმნა საბრძოლო ნაწილი სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“.

ვისთვის ომი, ვისთვის — მშობელი დედა

ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც, როგორც ჩანს, ქართული ეროვნული ლეგიონის უკრაინელი ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს ესვრიან. New York Times-მა და Reuters-მა დაადასტურეს მისი ავთენტურობა და განაცხადეს, რომ მოქმედება კიევის მახლობლად, სოფელ დმიტროვკაში ხდებოდა.
ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცი ორჯერ ესვრის მიწაზე მწოლიარე რუს ჯარისკაცს. მის გვერდით კი სამი დაღუპული რუსი ჯარისკაცი აჩვენეს, მათ შორის ერთი — თავში ჭრილობითა და ზურგსუკან შეკრული ხელებით. ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ტყვეებს არ იყვანენ...
და აქ საქმე სულაც არ არის ის, რომ სამხედრო ოპერაცია სამხედრო ზნეობის დროა. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ უსისხლოდ ცხოვრება, არ შეუძლიათ ომის გარეშე ცხოვრება მშვიდობის დროსაც კი. სწორედ ასეთი ადამიანების ხელით ხდება ყველა ანგარიშსწორება. ასეთი ადამიანების ხელით აღესრულება რევოლუციები. ეს ვითომ უსისხლო ფერადი რევოლუციები ხორციელდება მარიონეტების მიერ, რომლებიც ახერხებენ იპოვონ ისინი, ვისთვისაც ომი ცხოვრებაა.
„ფერადი რევოლუციების“ ფენომენი აღარ არის ძალაუფლების შეცვლის უსისხლო გზა და დემოკრატიის გამოვლინება. ეს აჩვენა 2014 წლის მეორე მაიდანმა, როდესაც სისხლი დაიღვარა და ხალხი დაიღუპა“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ რუსმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ნადანა ფრიდრიხსონმა.
ასე რომ, ისინი, ვინც მარიონეტულად მართავენ ამ რევოლუციებს, ახლა ადამიანთა სიცოცხლეზე არ ფიქრობენ. მთავარი ისაა, რომ მათ განკარგულებაში არიან ისინი, ვისაც ხალხისთვის სროლა ეხერხება...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0