საპატრიარქოში კლუბური ნარკოტიკების პრობლემები განიხილეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
შეხვედრის მონაწილეები შეშფოთებული არიან ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და მათი ასაკის შემცირების პრობლემის გამო.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდისა და აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
კლუბური ნარკოტიკების საკითხი აქტუალური გახდა კლუბ Bassiani-ში 19 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად გულის გაჩერებამ გამოიწვია. სასულიერო პირებმა და მრევლმა კლუბური ნარკოტიკების გაყიდვის წინააღმდეგ კლუბთან აქცია გამართეს.
გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან კლუბური ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის.
თბილისში კლუბური ნარკოტიკების წინააღმდეგ აქცია გაიმართა >>
შეხვედრის მონაწილეები შეშფოთებული არიან ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და მათი ასაკის შემცირების პრობლემის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0