რევოლუციების მონაწილეები ხშირად იმედგაცრუებული რჩებიან - მამრაძე

© photo: Sputnik / Alexey Vovk / გადასვლა მედიაბანკშიმაიდანი კიევში
მაიდანი კიევში - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
„ფერად რევოლუციებს" აწყობს არაკომპეტენტური და არაეფექტური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. „ფერადი რევოლუციების“ შედეგები ხშირად არ ამართლებს მათში მონაწილე ადამიანების მოლოდინებს, განაცხადა მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ პრესკონფერენციაზე თემაზე „ფერადი რევოლუციები საქართველოში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა.
კიევის მაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ათი წელი გავიდა. ევრომაიდანი არის მასშტაბური მრავალთვიანი საპროტესტო აქცია კიევის ცენტრში და უკრაინის სხვა ქალაქებში.
„ხშირად ხდება, რომ შედეგები საერთოდ არ ამართლებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოლოდინებს რევოლუციამდე, რევოლუციის დროს. ისევე როგორც იმათ მოლოდინებს, ვინც დღე და ღამე დგანან „მაიდნებზე“, გამზირებზე, დიდი ენთუზიაზმით აპროტესტებენ“, - განაცხადა მამრაძემ.
მისი თქმით, რევოლუციების შედეგებს ადამიანებში იმედების გაცრუება მოაქვს, როდესაც ორი-სამი წლის შემდეგ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში კიდევ უფრო კორუმპირებული ადამიანების მოყვანას შეუწყეს ხელი და რევოლუციამდე უფრო კარგად და ფინანსურად სტაბილურად ცხოვრობდნენ.
მამრაძემ აღნიშნა, რომ „ფერადი რევოლუციები“ პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მხოლოდ, უნებურად ორგანიზებული იყო იმ დროს არსებული პოლიტიკური ელიტების მიერ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური, კომპეტენტური ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა სურს.
„ამ დროს ყველაზე ერთი შეხედვით პატიოსანი ადამიანებიც კი, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, მიდიან, რადგან ხედავენ, რა კორუფციული პროცესები იწყება ან, ვთქვათ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. პოლიტიკური კორუფცია არანაკლებ საშიშია, ვიდრე მატერიალური, ეკონომიკური კორუფცია“, - აღნიშნა მან.
ევრომაიდანი
კიევის მთავარი, დამოუკიდებლობის მოედანი 2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა დაიკავეს მას შემდეგ, რაც ნიკოლაი აზაროვის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა შეაჩერა. პირველი მასობრივი შეტაკებები კიევში და რადიკალების მიერ ადმინისტრაციული შენობების აღება 1 დეკემბერს მოხდა. მოგვიანებით მაიდანი ძალოვანებისა და რადიკალურად განწყობილი ადამიანების შეტაკების ეპიცენტრად იქცა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა.
2014 წლის თებერვლის ბოლოს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. პარლამენტმა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელისუფლებას ჩამოაშორა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნებში მილიარდერმა პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0