https://sputnik-georgia.com/20240221/ojaxuri-zaladobis-faqtze-braldebul-policiels-girao-seefarda-286463441.html
ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს გირაო შეეფარდა
ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს გირაო შეეფარდა
Sputnik საქართველო
ბრალდებული ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამხილა. 21.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-21T18:27+0400
2024-02-21T18:27+0400
2024-02-21T18:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058962_0:187:3068:1913_1920x0_80_0_0_e47e76c523369918feee394600b9a339.jpg
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა. ბრალდების მხარე კი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, რადგან ბრალდებულს, შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.პროკურატურის ინფორმაციით, 2023-2024 წლებში ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე. ასევე, მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.შსს-ს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126 (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 11 პრიმა, 151-ე (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მუხლებით აქვს წარდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058962_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_669ff22312ec2af8b855419ec93921f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს გირაო შეეფარდა
ბრალდებული ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამხილა.
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა. ბრალდების მხარე კი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, რადგან ბრალდებულს, შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2023-2024 წლებში ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე. ასევე, მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.
შსს-ს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126 (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 11 პრიმა, 151-ე (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მუხლებით აქვს წარდგენილი.