ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესებში ცვლილებები შედის

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო
 - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
ცესკოს წევრების არჩევის სამეტაპიანი პროცესი დაინერგება
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის და პროფესიონალი წევრების არჩევის წესში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და შვიდი წევრი ხუთი წლის ვადით უნდა აირჩიოს პარლამენტმა ან დანიშნოს პრეზიდენტმა, ცხრა წევრი კი პარტიებმა უნდა დანიშნონ.
ცვლილებების მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში.
ყველა ახალი ამბავი
0