https://sputnik-georgia.com/20240221/----------286453602.html
რუსეთში ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია - წითელაშვილი
რუსეთში ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია - წითელაშვილი
Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საზოგადოებათა კავშირი“ აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგება, ასევე... 21.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-21T13:09+0400
2024-02-21T13:09+0400
2024-02-21T13:09+0400
მულტიმედია
ვიდეო
პრეს-ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/15/286453236_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_c60cb4359a9b9a44a46a664906bbed8b.jpg
ამ თემაზე „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ვიდეოხიდზე „რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან“ კავშირის თავმჯდომარემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნანა წითელაშვილმა ისაუბრა.„ახლა მთავარია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება, დიასპორასთან მჭიდრო კავშირის დამყარება. დიასპორასთან, რომელიც არის საქართველოში მშვიდობისა და მისი ევროპული განვითარების გარანტი. ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაა მოვამზადოთ საზოგადოებრივი აზრი, ავუხსნათ და ვაცნობოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ურთიერთობა აშშ-თან არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა რუსეთთან“, — განაცხადა წითელაშვილმა.მისი თქმით, ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტებია სახალხო დიპლომატია და საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთში ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების აქტიური განვითარება. ორგანიზაციას სურს თავისი ჩართულობით დაეხმაროს სამთავრობო უწყებებს, საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, ასევე დიასპორის საკითხთა პარლამენტის კომიტეტს, მათთან თანამშრომლობით შეუწყოს ხელი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეს. ასევე დაეხმაროს დიასპორას გარკვეული საკითხების მოგვარებაში.კერძოდ, წითელაშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს დიასპორის დახმარებას საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაში, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, მოქალაქეობის გამოცდისთვის მომზადებაში და ა.შ.„რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. ინვესტორების მოზიდვა, საქართველოში მცხოვრები ოჯახების დასაქმება — ასეთი ურთიერთობები დიდად შეუწყობს ხელს საქართველოს მომავალ წარმატებას“, — განაცხადა მან.როგორც წითელაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია ყველა დაკისრებულ ამოცანას ქართული ეროვნულ-კულტურული ფედერალური ავტონომიის პირდაპირი მხარდაჭერით შეძლებს, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დავით ცეცხლაძეს — ორმხრივი სურვილისთვის, ითანამშრომლოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/15/286453236_320:0:1280:720_1920x0_80_0_0_27fce7ada334d3ed5863f613dee81473.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, პრეს-ცენტრი, видео
მულტიმედია, ვიდეო, პრეს-ცენტრი, видео
რუსეთში ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია - წითელაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საზოგადოებათა კავშირი“ აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგება, ასევე რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება მნიშვნელოვანია
ამ თემაზე „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ვიდეოხიდზე „რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან“ კავშირის თავმჯდომარემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნანა წითელაშვილმა ისაუბრა.
„ახლა მთავარია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება, დიასპორასთან მჭიდრო კავშირის დამყარება. დიასპორასთან, რომელიც არის საქართველოში მშვიდობისა და მისი ევროპული განვითარების გარანტი. ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაა მოვამზადოთ საზოგადოებრივი აზრი, ავუხსნათ და ვაცნობოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ურთიერთობა აშშ-თან არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა რუსეთთან“, — განაცხადა წითელაშვილმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტებია სახალხო დიპლომატია და საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთში ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების აქტიური განვითარება. ორგანიზაციას სურს თავისი ჩართულობით დაეხმაროს სამთავრობო უწყებებს, საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, ასევე დიასპორის საკითხთა პარლამენტის კომიტეტს, მათთან თანამშრომლობით შეუწყოს ხელი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეს. ასევე დაეხმაროს დიასპორას გარკვეული საკითხების მოგვარებაში.
კერძოდ, წითელაშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს დიასპორის დახმარებას საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაში, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, მოქალაქეობის გამოცდისთვის მომზადებაში და ა.შ.
„რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. ინვესტორების მოზიდვა, საქართველოში მცხოვრები ოჯახების დასაქმება — ასეთი ურთიერთობები დიდად შეუწყობს ხელს საქართველოს მომავალ წარმატებას“, — განაცხადა მან.
როგორც წითელაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია ყველა დაკისრებულ ამოცანას ქართული ეროვნულ-კულტურული ფედერალური ავტონომიის პირდაპირი მხარდაჭერით შეძლებს, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დავით ცეცხლაძეს — ორმხრივი სურვილისთვის, ითანამშრომლოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.