https://sputnik-georgia.com/20240221/----------286453062.html
იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნება: ცეცხლაძე რუსეთში ქართული დიასპორის ამოცანებზე
იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნება: ცეცხლაძე რუსეთში ქართული დიასპორის ამოცანებზე
Sputnik საქართველო
ქართული დიასპორის რუსეთში საქმიანობა, რომელიც ბოლო წლებში განახლდა, მიზნად ისახავს ქართველი თანამემამულეების თვითმყოფადობის, ქართული ენის, ტრადიციებისა და... 21.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-21T12:45+0400
2024-02-21T12:45+0400
2024-02-21T12:45+0400
მულტიმედია
ვიდეო
პრეს-ცენტრი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/15/286452731_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_d4c26c3ea82b653675dda53c4344e718.jpg
ამის შესახებ ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა, დავით ცეცხლაძემ, „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე „რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან“ ისაუბრა.„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ქართულმა დიასპორამ დიდი ცვლილებები განიცადა. დღეს ქართული დიასპორა აღორძინებული და გაძლიერებულია და მრავალვექტორულ მიმართულებებზე მუშაობს. რა თქმა უნდა, პირველი მიმართულება არის ქართველი თანამემამულეების იდენტობის შენარჩუნება — ქართული ენის, ქართული ტრადიციების, კულტურის შენარჩუნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ცეცხლაძემ.მისი თქმით, რუსეთში ქართული დიასპორა არის ერთ-ერთი ეროვნული ორგანიზაცია, ყველაზე დიდი პლატფორმა, საიდანაც მაგალითს სხვა დიასპორებიც იღებენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქების ქართული დიასპორის ლიდერები ექვსჯერ შეიკრიბნენ მოსკოვში.ორგანიზაციის მუშაობაში ცეცხლაძე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს რუსეთში ქართული დიასპორის დღედ 12 მაისის დაწესებას. წელს ქართული დიასპორის მეოთხე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დიასპორის ყველა ლიდერი, ისინი გაახმოვანებენ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები თანამემამულეების პრობლემებსა და პერსპექტივებს.როგორც წესი, ორგანიზაცია ორ დღეში განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ადგენს რეზოლუციას, რომელშიც მიუთითებს თანამემამულეების პრობლემებზე როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. ამის შემდეგ ორგანიზაციის წევრები ყველაფერს აკეთებენ მათ მოსაგვარებლად.ცეცხლაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას და ასევე შეიმუშავებს კონკრეტულ პროგრამას, რომელიც დაეხმარება ეთნიკურ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისას ინტეგრაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/15/286452731_320:0:1280:720_1920x0_80_0_0_29165a761f4e51801a902b0413731269.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, პრეს-ცენტრი, საქართველო, видео
მულტიმედია, ვიდეო, პრეს-ცენტრი, საქართველო, видео
იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნება: ცეცხლაძე რუსეთში ქართული დიასპორის ამოცანებზე
ქართული დიასპორის რუსეთში საქმიანობა, რომელიც ბოლო წლებში განახლდა, მიზნად ისახავს ქართველი თანამემამულეების თვითმყოფადობის, ქართული ენის, ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის
ამის შესახებ ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა, დავით ცეცხლაძემ, „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე „რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან“ ისაუბრა.
„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ქართულმა დიასპორამ დიდი ცვლილებები განიცადა. დღეს ქართული დიასპორა აღორძინებული და გაძლიერებულია და მრავალვექტორულ მიმართულებებზე მუშაობს. რა თქმა უნდა, პირველი მიმართულება არის ქართველი თანამემამულეების იდენტობის შენარჩუნება — ქართული ენის, ქართული ტრადიციების, კულტურის შენარჩუნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
მისი თქმით, რუსეთში ქართული დიასპორა არის ერთ-ერთი ეროვნული ორგანიზაცია, ყველაზე დიდი პლატფორმა, საიდანაც მაგალითს სხვა დიასპორებიც იღებენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქების ქართული დიასპორის ლიდერები ექვსჯერ შეიკრიბნენ მოსკოვში.
ორგანიზაციის მუშაობაში ცეცხლაძე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს რუსეთში ქართული დიასპორის დღედ 12 მაისის დაწესებას. წელს ქართული დიასპორის მეოთხე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დიასპორის ყველა ლიდერი, ისინი გაახმოვანებენ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები თანამემამულეების პრობლემებსა და პერსპექტივებს.
როგორც წესი, ორგანიზაცია ორ დღეში განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ადგენს რეზოლუციას, რომელშიც მიუთითებს თანამემამულეების პრობლემებზე როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. ამის შემდეგ ორგანიზაციის წევრები ყველაფერს აკეთებენ მათ მოსაგვარებლად.
ცეცხლაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას და ასევე შეიმუშავებს კონკრეტულ პროგრამას, რომელიც დაეხმარება ეთნიკურ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისას ინტეგრაციაში.