https://sputnik-georgia.com/20240220/talaxaze-janmrtelobit-ar-gariskavs-da-evropis-cempionatze-ar-gamova-286443257.html
ტალახაძე ჯანმრთელობით არ გარისკავს და ევროპის ჩემპიონატზე არ გამოვა
ტალახაძე ჯანმრთელობით არ გარისკავს და ევროპის ჩემპიონატზე არ გამოვა
Sputnik საქართველო
ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის რისკების შესამცირებლად, გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის... 20.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-20T21:40+0400
2024-02-20T21:40+0400
2024-02-20T21:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24493/12/244931202_0:0:1973:1111_1920x0_80_0_0_59fbd7a1eea8a11660dcddd736963e47.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, სოფიაში კონტინენტის ჩემპიონატზე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით არ იასპარეზებს, იუწყება საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის თქმით, ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის რისკების შესამცირებლად, გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება.ტალახაძე დასაშვებად კონტინენტური პირველობის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, რათა ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდეს. საშეჯიბრო პირობების მიხედვით, პარიზში თამაშებზე მოსახვედრად სპორტსმენმა 2023 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატებზე უნდა იასპარეზოს, ამიტომ ტალახაძემ აწონვის პროცედურა გაიარა და განაცხადში იყო, მაგრამ ტურნირს 0 კგ შედეგით დაასრულებს.+109 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ბაქარ თურმანიძე წარადგენს.ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ძალოსნობაში, რომელიც 13 თებერვალს დაიწყო, სპორტსმენები მომავალ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიებს გამოიმუშავებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24493/12/244931202_193:0:1973:1335_1920x0_80_0_0_47ba6c84c9956e173ae1b5f07cfc86ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ტალახაძე ჯანმრთელობით არ გარისკავს და ევროპის ჩემპიონატზე არ გამოვა
ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის რისკების შესამცირებლად, გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, სოფიაში კონტინენტის ჩემპიონატზე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით არ იასპარეზებს, იუწყება საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის თქმით, ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის რისკების შესამცირებლად, გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება.
ტალახაძე დასაშვებად კონტინენტური პირველობის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, რათა ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდეს. საშეჯიბრო პირობების მიხედვით, პარიზში თამაშებზე მოსახვედრად სპორტსმენმა 2023 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატებზე უნდა იასპარეზოს, ამიტომ ტალახაძემ აწონვის პროცედურა გაიარა და განაცხადში იყო, მაგრამ ტურნირს 0 კგ შედეგით დაასრულებს.
+109 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ბაქარ თურმანიძე წარადგენს.
ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ძალოსნობაში, რომელიც 13 თებერვალს დაიწყო, სპორტსმენები მომავალ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიებს გამოიმუშავებენ.