სეს-ი: სურსათისა და სასმელი წყლის 5 ათას ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს

© Sputnik / Alexander Imedashviliდეზერტირების ბაზარი
დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
დარღვევების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. გასულ წელს მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაიგზავნა სურსათისა და სასმელი წყლის 5 ათასზე მეტი ნიმუშში 624 შეუსაბამობა გამოვლინდა, დარღვევების მაჩვენებელმა კი 12% შეადგინა (2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო), ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტომ 2023 წლის მონიტორინგის შედეგების შეჯამება დაასრულა, რომლის ფარგლებშიც კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე.
უწყების ცნობით, დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები) აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში. ამასთან, კალიუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში.
რაც შეეხება დარღვევებს:
ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ერთ ნიმუშში; სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა. საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში.
როგორც სააგენტოში განმარტებს, დარღვევების შესახებ ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ადამიანის ჯანმრთელობისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლიდან იზრდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები. წლიური მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6 ათასი ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად.
ყველა ახალი ამბავი
0