საქართველოს პრემიერ-მინისტრს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში
„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ირაკლი კობახიძის და ირაკლი ჩიქოვანის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით დადგა.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და თავდაცვის ახალი მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვეტა.
საკითხი სხდომაზე განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გაიტანა. მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მათ მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით დადგა.
კობახიძის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი 86-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ჩიქოვანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომხრე კი 78 დეპუტატი იყო.
პარლამენტში ამ კვირაში ფინანსთა მინისტრსა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ელოდებიან >>
პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0