https://sputnik-georgia.com/20240220/rodis-dasruldeba-rustaveli-mtawmindis-sabagiro-gza-286427235.html
როდის გაიხსნება რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზა? კალაძის განმარტება
როდის გაიხსნება რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზა? კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
რეაბილიტაციის შემდეგ რუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. 20.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-20T16:47+0400
2024-02-20T16:47+0400
2024-02-20T16:47+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272085844_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_c4fea2c03129fd867d6261a80b68797c.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, 21-გონდოლიანი საბაგიროს მარშრუტის სიგრძე 845,55 მეტრი იქნება, იგი საათში 1,2 ათას მგზავრს მოემსახურება და რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდამდე მანძილს 4,07 წუთში დაფარავს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მერის თქმით, ამ ეტაპზე დასრულებულია საბაგიროზე ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამასთან, მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, უახლოეს მომავალში კი დაიწყება ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და ბაგირის გაჭიმვის პროცესი.რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს.მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272085844_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_0c0e82735e32e8ef49778a996fd45f78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის გაიხსნება რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზა? კალაძის განმარტება
რეაბილიტაციის შემდეგ რუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 21-გონდოლიანი საბაგიროს მარშრუტის სიგრძე 845,55 მეტრი იქნება, იგი საათში 1,2 ათას მგზავრს მოემსახურება და რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდამდე მანძილს 4,07 წუთში დაფარავს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„როდესაც აღნიშნული პროექტი დასრულდება, ეს საბაგირო იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქალაქისთვის. ამ დროისთვის ხუთივე საყრდენი დაყენებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში გაიჭიმება ბაგირები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მიმღები სადგურების სარემონტო სამუშაოები. სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის უნდა იყოს დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ამ ეტაპზე დასრულებულია საბაგიროზე ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამასთან, მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, უახლოეს მომავალში კი დაიწყება ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და ბაგირის გაჭიმვის პროცესი.
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს.
მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.
ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.