ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
თედიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონია
თბილისი, 20 თებერვალი— Sputnik. ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენ ლევან თედიაშვილს 20 თებერვალს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან თედიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ძველი სპორტის სასახლეში 10:00 საათიდან გაიმართება, საიდანაც 14:00 საათზე საგარეჯოში, საგვარეული სასაფლაოზე გადაასვენებენ.
75 წლის თედიაშვილი 17 თებერვალს გარდაიცვალა.
ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იგი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ლევან თედიაშვილი იყო თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს ოთხგზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში იგი დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში თედიაშვილი მე-20 საუკუნის მესამე საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.
ლევან თედიაშვილის მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გადაწყვეტილებით, ლევან თედიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრია.
ყველა ახალი ამბავი
0