ხაინდრავა: დღევანდელი ოპოზიცია პოლიტიკასთან არ უნდა მივუშვათ

© photo: Sputnik / Dmitriy Korobeinikovგოგა ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2024
გამოწერა
ხაინდრავას აზრით, საქართველომ დღევანდელი პოლიტიკური კურსი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც უნდა გააგრძელოს.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოში რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკასთან არ უნდა მივუშვათ, რადგანაც მის წარმომადგენლებს მხოლოდ მავნებლობა შეუძლიათ და ემსახურებიან სხვა ქვეყნების ინტერესებს, განაცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებ პოლიტიკური სერიალ „Heroკრატიის“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
„დღეს ვინც არიან: ლაკა, მაკა, კიკუ და სხვები, პოლიტიკასთან მათი მიშვება არ შეიძლება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მავნებლობის ჩამდენი ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან", - განაცხადა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ხალხის, საზოგადოების, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მონოლითური ერთად ყოფნა.
ხაინდრავას აზრით, საქართველომ დღევანდელი პოლიტიკური კურსი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც უნდა გააგრძელოს.
„ახლა ყველაფერი ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს და მჯერა, რომ ესმის კიდეც. დღეს ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ქართული საზოგადოება ძალიან გაიზარდა - პოლიტიკურად, სულიერად, ყველა ასპექტში. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ დღეს არჩევანი არ არის. ძალიან ცუდია, რომ არჩევანი არ გვაქვს", - განაცხადა ხაინდრავამ.
ის, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, იმის ნიშანია, რომ ჩვენ წარმატებით გადავლახავთ ამ მძიმე პერიოდს, ხაზგასმით აღნიშნა კინორეჟისორმა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში შევლენ ის პარტიები, რომლებიც ხმების 5%-ზე მეტს მიიღებენ.
არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფიციალური სია აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიების რეგისტრაციას დაასრულებს.
ექსპერტების ვარაუდით, პარტიების სიმრავლის მიუხედავად, პარლამენტში ადგილებისთვის მთავარი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა" და მის მუდმივ კონკურენტს, ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წარიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0