სიმონიანი: რუსეთისთვის ეს სპეცოპერაცია წმინდა ომია

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2024
გამოწერა
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. სპეცოპერაცია რუსეთისთვის არის წმინდა ომი და მოსკოვი უკან არ დაიხევს, სანამ ამ „ხანძარს“ არჩააქრობს და განადგურებულს არ აღადგენს, მაგრამ დასავლეთმა ეს არ იცის, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.

„ვერ ხვდებიან, რა არის ჩვენთვის სპეციალური სამხედრო ოპერაცია თუ წმინდა ომი, რომლის აბრევიატურაც ასევე СВО იქნება. ჩვენ ამის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს, როგორიც სახლში ხანძრის მიმართ — აქრობ, სანამ არ ჩაქრება და [არ ჩერდები] სანამ არ გამოასწორებ მთელ ზიანს, რაც მან მოგაყენა“, — თქვა სიმონიანმა.

როგორც ის აცხადებს, დასავლეთში ეს არ ესმით და სანამ არ გაიგებენ, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს, ვერ შეძლებენ მასთან ბრძოლას ისე, როგორც ისევ მათთვისაა საჭირო.
სიმონიანის აზრით, დასავლეთი ელის, რომ რუსეთს მობეზრდება „ეს სპეცოპერაცია, რუსეთი დაიღლება და ძალა ამოეწურება, იქნება რაღაც შიდა პროტესტი“, მაგრამ ასე არ მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0