https://sputnik-georgia.com/20240219/saqartvelos-banki-somxetis-wamyvan-banks-yidulobs-garigeba-titqmis-dasrulebulia-286408797.html
„საქართველოს ბანკი“ სომხეთის წამყვან ბანკს ყიდულობს: გარიგება თითქმის დასრულებულია
„საქართველოს ბანკი“ სომხეთის წამყვან ბანკს ყიდულობს: გარიგება თითქმის დასრულებულია
Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების შემდეგ Bank of Georgia Group PLC-ის პოლიტიკა დივიდენდების განაწილების კუთხით არ შეიცვლება. 19.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-19T23:41+0400
2024-02-19T23:41+0400
2024-02-19T23:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/34/240293489_0:104:2001:1229_1920x0_80_0_0_bcfc93056383c03d877ede9676379fa9.jpg
თბილისი, 19 თებერვალი– Sputnik. „საქართველოს ბანკმა“ (Bank of Georgia Group PLC) სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, „ამერიაბანკის“ აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა - ტრანზაქციის მოცულობა 303,6 მილიონი აშშ დოლარია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების შემდეგ Bank of Georgia Group PLC-ის პოლიტიკა დივიდენდების განაწილების კუთხით არ შეიცვლება.შეთანხმებამ საბოლოო დადასტურებამდე რეგულატორული პროცედურები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც "ამერიაბანკი" ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს როგორც ჯგუფში შემავალი, დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია და შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორაციულ იდენტობას.„ამერიაბანკი“ დაარსდა 1910 წელს, როგორც კავკასიის კომერციული ბანკის ფილიალი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წლებში გადაკეთდა სსრკ-ის „ვნეშეკონომბანკის“ სომხურ ფილიალად. საბანკო ლიცენზია 1992 წელს მოიპოვა, 2008 წელს კი ბანკი სომხეთის ფინანსურ ბაზარზე შევიდა. სამჯერ მიიღო სომხეთის საუკეთესო ბანკის სტატუსი.ამ დროისთვის ბანკის აქციონერები არიან „იმასტ ჯგუფი“ (ყოფილი „ამერია ჯგუფი, აქციების 48,82%, დამფუძნებელია რუსი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (17,71%), აზიის განვითარების ბანკი (13,91%). ასევე ESPS ჯგუფი (რომელშიც შედიან „ამერიას ჯგუფის“ მენეჯერები, 12,05%).
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/34/240293489_110:0:1889:1334_1920x0_80_0_0_fff876f66335906cd887d09b2740ca58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ სომხეთის წამყვან ბანკს ყიდულობს: გარიგება თითქმის დასრულებულია
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების შემდეგ Bank of Georgia Group PLC-ის პოლიტიკა დივიდენდების განაწილების კუთხით არ შეიცვლება.
თბილისი, 19 თებერვალი– Sputnik. „საქართველოს ბანკმა“ (Bank of Georgia Group PLC) სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, „ამერიაბანკის“ აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა - ტრანზაქციის მოცულობა 303,6 მილიონი აშშ დოლარია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების შემდეგ Bank of Georgia Group PLC-ის პოლიტიკა დივიდენდების განაწილების კუთხით არ შეიცვლება.
შეთანხმებამ საბოლოო დადასტურებამდე რეგულატორული პროცედურები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც "ამერიაბანკი" ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს როგორც ჯგუფში შემავალი, დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია და შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორაციულ იდენტობას.
„დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ. „ამერიაბანკი“ ნომერ პირველი ბანკია მომხმარებლებს შორის ნდობითა და ცნობადობით. „საქართველოს ბანკის“ ჯგუფი „ამერიაბანკს“ ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს. მსურს მადლობა გადავუხადო „ამერიაბანკის“ გუნდს საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას“, - განაცხადა Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ამერიაბანკი“ დაარსდა 1910 წელს, როგორც კავკასიის კომერციული ბანკის ფილიალი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წლებში გადაკეთდა სსრკ-ის „ვნეშეკონომბანკის“ სომხურ ფილიალად. საბანკო ლიცენზია 1992 წელს მოიპოვა, 2008 წელს კი ბანკი სომხეთის ფინანსურ ბაზარზე შევიდა. სამჯერ მიიღო სომხეთის საუკეთესო ბანკის სტატუსი.
ამ დროისთვის ბანკის აქციონერები არიან „იმასტ ჯგუფი“ (ყოფილი „ამერია ჯგუფი, აქციების 48,82%, დამფუძნებელია რუსი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (17,71%), აზიის განვითარების ბანკი (13,91%). ასევე ESPS ჯგუფი (რომელშიც შედიან „ამერიას ჯგუფის“ მენეჯერები, 12,05%).