https://sputnik-georgia.com/20240219/pistoriusi-natos-wevr-qveyanaze-tavdasxmas-ar-gamoricxavs-286394756.html
პისტორიუსი: რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანას შეიძლება 5-8 წელში დაესხას თავს
პისტორიუსი: რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანას შეიძლება 5-8 წელში დაესხას თავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატოს ერთ-ერთ წევრზე რუსეთის პოტენციური თავდასხმის სცენარებზე მუშაობს, წერს Bloomberg სამხედრო... 19.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-19T12:03+0400
2024-02-19T12:03+0400
2024-02-19T12:03+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ნატო
რუსეთი
ევროპა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/06/286139991_371:412:2667:1703_1920x0_80_0_0_d11c0e652ceb16804c0aa32b3fff97f3.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატოს ერთ-ერთ წევრზე რუსეთის პოტენციური თავდასხმის სცენარებზე მუშაობს, წერს Bloomberg სამხედრო ბლოკის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.წყაროების თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ბევრი დასავლელი გენერალი შეიკრიბა, დისკუსიებში პესიმიზმი დომინირებდა. მათი განცხადებით, უკრაინის წარუმატებლობამ ბრძოლის ველზე, ასევე შეერთებული შტატების უუნარობამ, გამოუყოს კიევს დამატებითი დაფინანსება და საჯარო განცხადებებმა უკრაინის მხარდაჭერის შემცირების შესახებ, „შეიძლება რუსეთი ნატოს წევრზე პირდაპირი თავდასხმისკენ წაახალისოს“.ამ მოსაზრებას იზიარებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც.ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა ადრე განაცხადა, რომ ალიანსის ძალები რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადებიან, რაც შესაძლოა მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში მოხდეს. მან მოუწოდა ნატოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებსა და სამოქალაქო მოსახლეობას, მოემზადნენ კონფლიქტისა და არმიაში შესაძლო გაწვევისთვის.გარდა ამისა, რუსეთთან შესაძლო ომის შესახებ ცოტა ხნის წინ შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის რიგი სხვა ქვეყნების ოფიციალური პირებიც ალაპარაკდნენ. რუსეთის ხელისუფლება ამ განცხადებებს „ინფორმაციული ომის“ ნაწილად აფასებს და ამბობს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ, თანამოქალაქეების ყურადღება ეკონომიკაში არსებული პრობლემებიდან სხვა თემებზე გადაიტანონ.
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/06/286139991_239:0:2970:2048_1920x0_80_0_0_3b3d12c337087b6bc7a37c22a0f96a21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ნატო , რუსეთი, ევროპა, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ნატო , რუსეთი, ევროპა, პოლიტიკა
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატოს ერთ-ერთ წევრზე რუსეთის პოტენციური თავდასხმის სცენარებზე მუშაობს, წერს
Bloomberg სამხედრო ბლოკის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ბევრი დასავლელი გენერალი შეიკრიბა, დისკუსიებში პესიმიზმი დომინირებდა. მათი განცხადებით, უკრაინის წარუმატებლობამ ბრძოლის ველზე, ასევე შეერთებული შტატების უუნარობამ, გამოუყოს კიევს დამატებითი დაფინანსება და საჯარო განცხადებებმა უკრაინის მხარდაჭერის შემცირების შესახებ, „შეიძლება რუსეთი ნატოს წევრზე პირდაპირი თავდასხმისკენ წაახალისოს“.
ამ მოსაზრებას იზიარებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც.
„მევერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა ოდესმე თავდასხმა ნატოს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს“, — განუცხადა მან Bloomberg-ს.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა ადრე განაცხადა, რომ ალიანსის ძალები რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადებიან, რაც შესაძლოა მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში მოხდეს. მან მოუწოდა ნატოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებსა და სამოქალაქო მოსახლეობას, მოემზადნენ კონფლიქტისა და არმიაში შესაძლო გაწვევისთვის.
გარდა ამისა, რუსეთთან შესაძლო ომის შესახებ ცოტა ხნის წინ შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის რიგი სხვა ქვეყნების ოფიციალური პირებიც ალაპარაკდნენ. რუსეთის ხელისუფლება ამ განცხადებებს „ინფორმაციული ომის“ ნაწილად აფასებს და ამბობს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ, თანამოქალაქეების ყურადღება ეკონომიკაში არსებული პრობლემებიდან სხვა თემებზე გადაიტანონ.