https://sputnik-georgia.com/20240219/kivi-adamians-abednierebs-286395383.html
კივი ადამიანს აბედნიერებს და აუმჯობესებს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას: ახალი კვლევა
კივი ადამიანს აბედნიერებს და აუმჯობესებს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას: ახალი კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ C ვიტამინით მდიდარი კივი ადამიანს აბედნიერებს და სწრაფად აუმჯობესებს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. 19.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-19T13:04+0400
2024-02-19T13:04+0400
2024-02-19T13:04+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/13/286395193_0:293:3072:2021_1920x0_80_0_0_88417c50d3366504a0a67e3ace5e9f9a.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ C ვიტამინით მდიდარი კივი ადამიანს აბედნიერებს და სწრაფად აუმჯობესებს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევაა ჩაატარეს, რა დროსაც 155 ისეთი ადამიანის მდგომარეობა შეისწავლეს, რომლებსაც C ვიტამინის დაბალი დონე ჰქონდა. ექსპერიმენტის მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. ერთ ნაწილს რვა კვირის განმავლობაში C ვიტამინის დანამატებს აძლევდნენ, მეორეს — დღეში ორ ცალ კივის, მესამეს — პლაცებოს.ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მეცნიერებმა მონაწილეების სიცოცხლისუნარიანობა, განწყობა, ძილის ხარისხი და ფიზიკური აქტივობა გამოიკვლიეს.როგორც British Journal of Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა: კივის სარგებელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/13/286395193_17:0:2748:2048_1920x0_80_0_0_47dc973fb7586af8da4a09f6c6dfcd8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
კივი ადამიანს აბედნიერებს და აუმჯობესებს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას: ახალი კვლევა
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ C ვიტამინით მდიდარი კივი ადამიანს აბედნიერებს და სწრაფად აუმჯობესებს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევაა ჩაატარეს, რა დროსაც 155 ისეთი ადამიანის მდგომარეობა შეისწავლეს, რომლებსაც C ვიტამინის დაბალი დონე ჰქონდა. ექსპერიმენტის მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. ერთ ნაწილს რვა კვირის განმავლობაში C ვიტამინის დანამატებს აძლევდნენ, მეორეს — დღეში ორ ცალ კივის, მესამეს — პლაცებოს.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მეცნიერებმა მონაწილეების სიცოცხლისუნარიანობა, განწყობა, ძილის ხარისხი და ფიზიკური აქტივობა გამოიკვლიეს.
როგორც British Journal of Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა:
კივი ადამიანს ენერგიას მატებს და ოთხი დღით აუმჯობესებს განწყობას. ამასთან კივის ეფექტი პიკს დაახლოებით 14-16 დღის შემდეგ აღწევს.
რაც შეეხება C ვიტამინის დანამატებს, მათ მხოლოდ ოდნავ გააუმჯობესეს განწყობა მე-12 დღეს.
კივი უაღრესად მდიდარია C ვიტამინით. ამიტომ ის განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში, რათა გრიპის მსგავსი დაავადებების წინააღმდეგ ორგანიზმის დაცვა გააძლიეროს.
მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების წყალობით, კივი კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. ამიტომ მისი ნიღბად გამოყენება ძალიან კარგია.
სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რადგან დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს.
კივის წვენი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
გამომდინარე დაბალი გლიკემიური ინდექსიდან, კივი არ იწვევს სისხლში შაქრის დონის უეცარ რყევებს. ამის წყალობით, ნაყოფი იძლევა ენერგიას, რომელსაც შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილებები და ეფექტურად ებრძოლოს ინსულინრეზისტენტობას.