https://sputnik-georgia.com/20240219/kirilovi-ukraina-amerikul-qimiur-iarars-iyenebs-286400765.html
გენერალი კირილოვი: გვაქვს მტკიცებულებები, რომ უკრაინა ამერიკულ ქიმიურ იარაღს იყენებს
გენერალი კირილოვი: გვაქვს მტკიცებულებები, რომ უკრაინა ამერიკულ ქიმიურ იარაღს იყენებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. რუსეთს აქვს აუცილებელ მტკიცებულებათა ბაზა იმის შესახებ, რომ უკრაინა ქიმიურ ტოქსიკურ ნივთიერებებს იყენებს, განაცხადა რუსეთის... 19.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-19T16:13+0400
2024-02-19T16:13+0400
2024-02-19T16:13+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია opcw
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24235/98/242359802_0:97:3297:1952_1920x0_80_0_0_0a1e4076ad2d8276516c903ab7cf247d.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. რუსეთს აქვს აუცილებელ მტკიცებულებათა ბაზა იმის შესახებ, რომ უკრაინა ქიმიურ ტოქსიკურ ნივთიერებებს იყენებს, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა.მისი თქმით, საუბარია ამერიკული წარმოების ყუმბარებზე, რომლებიც გაზ „სი-ეს-ს“ შეიცავს და რომლებსაც დრონებიდან ყრიან რუსული არმიის პოზიციებზე.კირილოვი ირწმუნება, რომ მტკიცებულებათა ბაზა კიევის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევას მოიცავს.ამასთან კირილოვმა ხაზი გაუსვა, რომ „სი-ეს-ი“ აღიზიანებს თვალებსა და ზედა სასუნთქ გზებს, ხოლო მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა, სუნთქვის დამბლა და გულის გაჩერება.გარდა ასეთი ყუმბარებისა, რუსი გენერლის თქმით, 2024 წლის 31 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის პოზიციებს უცნობი ტოქსიკური ქიმიკატით შეუტია, რომლის მოქმედების შედეგადაც სამხედროებმა ზედა სასუნთქი გზების დამწვრობა მიიღეს. ანალიზმა კი აჩვენა, რომ ეს ნივთიერება „ანტრაქინონი“ იყო, რომელსაც გამოკვეთილი ტოქსიკური მოქმედება აქვს (სიბრმავეს, ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქციას იწვევს) და ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.კიდევ ერთ მაგალითად კირილოვმა 2023 წლის 15 ივნისი შემთხვევა დაასახელა, როდესაც რობოტინოში უკრაინულმა დრონმა ქლორპიკრინისა და ქლორაცეტოფენონის შემცველი პლასტმასის კონტეინერი ჩამოაგდო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24235/98/242359802_284:0:3013:2047_1920x0_80_0_0_349e325a70ff383258ca4e9ebb19d892.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია opcw
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია opcw
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. რუსეთს აქვს აუცილებელ მტკიცებულებათა ბაზა იმის შესახებ, რომ უკრაინა ქიმიურ ტოქსიკურ ნივთიერებებს იყენებს,
განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა.
მისი თქმით, საუბარია ამერიკული წარმოების ყუმბარებზე, რომლებიც გაზ „სი-ეს-ს“ შეიცავს და რომლებსაც დრონებიდან ყრიან რუსული არმიის პოზიციებზე.
კირილოვი ირწმუნება, რომ მტკიცებულებათა ბაზა კიევის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევას მოიცავს.
„არსებობს აუცილებელ მტკიცებულებათა ბაზა ყველა შემთხვევაზე, რომელიც უკვე მიეწოდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სამდივნოს. გავიდა ოთხი თვე, მაგრამ ორგანიზაციის მხრიდან ჩვენ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომ უკრაინა კონვენციას არღვევს, არანაირი რეაქცია არ ყოფილა“, — განაცხადა მან.
ამასთან კირილოვმა ხაზი გაუსვა, რომ „სი-ეს-ი“ აღიზიანებს თვალებსა და ზედა სასუნთქ გზებს, ხოლო მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა, სუნთქვის დამბლა და გულის გაჩერება.
გარდა ასეთი ყუმბარებისა, რუსი გენერლის თქმით, 2024 წლის 31 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის პოზიციებს უცნობი ტოქსიკური ქიმიკატით შეუტია, რომლის მოქმედების შედეგადაც სამხედროებმა ზედა სასუნთქი გზების დამწვრობა მიიღეს. ანალიზმა კი აჩვენა, რომ ეს ნივთიერება „ანტრაქინონი“ იყო, რომელსაც გამოკვეთილი ტოქსიკური მოქმედება აქვს (სიბრმავეს, ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქციას იწვევს) და ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.
კიდევ ერთ მაგალითად კირილოვმა 2023 წლის 15 ივნისი შემთხვევა დაასახელა, როდესაც რობოტინოში უკრაინულმა დრონმა ქლორპიკრინისა და ქლორაცეტოფენონის შემცველი პლასტმასის კონტეინერი ჩამოაგდო.