ვიზუალური ტესტი: ანგელოზი ხართ თუ დემონი?

© Sputnik / Seyran BaroyanНовогодние украшения и иллюминация в Батуми. Ангел и звезда
Новогодние украшения и иллюминация в Батуми. Ангел и звезда - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
ამბობენ, რომ თითოეული ადამიანის სულში ერთდროულად ბუდობს ანგელოზიცა და დემონიც.
თუ გსურთ გაიგოთ, რომლის თვისებები უფრო ჭარბად გაქვთ, დახედეთ ფოტოს და ფაუნის რომელ წარმომადგენელსაც გაარჩევთ პირველს მასზე, იცოდეთ, რომ სწორედ მისი მახასიათებლებით ბრძანდებით შემკული.
© Sputnikვიზუალური ტესტი
ვიზუალური ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
ვიზუალური ტესტი

თუ პირველ რიგში შენიშნეთ:

მტრედი
თქვენი სული სრულიად თავისუფალია მტაცებლური თვისებებისგან. არავითარი სურვილი არ გაქვთ წაგლიჯოთ ვინმეს რამე. არცთუ იშვიათად საკმაოდ მოწყვლადი ხდებით და ასეთ დროს რთულ ვითარებაში ვარდებით.
პეპელა
ცხოვრობთ საკუთარ სიამოვნებისთვის. ოღონდ ესაა, ხანდახან ზედმეტი სიამოვნება მოგდით. ისწავლეთ თავის შეკავება, თორემ შესაძლოა ლოთობის ან ღორმუცელობის მსხვერპლი გახდეთ.
არწივი
ძალიან მაღლა დაფრინავთ, თუმცა საკუთარ ამპარტავნობას ზოგჯერ საერთოდ ვერ ამჩნევთ. გახსოვდეთ იკაროსის ისტორია!
ძაღლი
ირგვლივ მყოფებს იმდენად ენდობით, რომ ეს ხშირად მიამიტობაში გადაგდით. გახსოვდეთ, რომ ძაღლის წინაპარი მგელი იყო: ხანდახან კლანჭების გამოჩენა და ბეწვის აშლა არ გაწყენდათ.
მგელი
მიუხედავად იმისა, რომ მგელი ხშირად ასოცირდება მარტოობასთან, უნდა იცოდეთ, რომ ის პირველ ადგილზე ხროვას აყენებს. მგელი ძაღლისგან იმით განსხავდება, რომ მასავით ყველას არ ენდობა.
ჩოქელა (კალია „ბოგომოლი“)
თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებას საზოგადოებრივზე წინ აყენებთ, საკმაოდ ჭკვიანი ხართ საიმისოდ, რომ ყველა დასახული მიზნის მისაღწევად იბრძოლოთ.
ყველა ახალი ამბავი
0