https://sputnik-georgia.com/20240218/saqartvelosa-da-did-britanets-shoris-kiberswavleba-dasrulda-286386951.html
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება დასრულდა
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება დასრულდა
Sputnik საქართველო
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ სწავლებაში თავდაცვის სამინისტროს კიბერსპეციალისტებმა უკვე მეორედ მიიღეს... 18.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-18T13:05+0400
2024-02-18T13:05+0400
2024-02-18T13:05+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_44166d5558baae0677f79689cc2b5781.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება - Defence Cyber Marvel 2024 დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ერთკვირიანი სწავლება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ჩატარდა. დასკვნით ღონისძიებაზე კიბერსწავლების კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარკ კლეიტონმა. მათ კიბერუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ სწავლებაში თავდაცვის სამინისტროს კიბერსპეციალისტებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა.სწავლება მიზნად ისახავს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3bdb9f7a9797d8b7dc3cf5e36e14768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება დასრულდა
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ სწავლებაში თავდაცვის სამინისტროს კიბერსპეციალისტებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება - Defence Cyber Marvel 2024 დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთკვირიანი სწავლება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ჩატარდა.
დასკვნით ღონისძიებაზე კიბერსწავლების კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარკ კლეიტონმა. მათ კიბერუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„ტრენინგი კიბერსპეციალისტების კიბერთავდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული. სასწავლო პროგრამის სიმულაციური სცენარი კი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევებს ითვალისწინებდა", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ სწავლებაში თავდაცვის სამინისტროს კიბერსპეციალისტებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა.
სწავლება მიზნად ისახავს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას.