საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

© photo: Sputnik / Stringerრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
ნახევარფინალური მატჩები 2-3 მარტს გაიმართება, ევროპის ჩემპიონატის ფინალი კი 17 მარტს ჩატარდება.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 38:3 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რამაც ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალში „ბორჯღალოსნების" მოწინააღმდეგე რუმინეთის ნაკრებია, რომელიც B ჯგუფში მეორე ადგილზეა.
B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელგიამ პოლონეთი ანგარიშით 31:10 დაამარცხა. რუმინეთმა და ბელგიამ თანაბარი ქულები დააგროვეს, მაგრამ მატჩის წაგების გამო რუმინეთმა მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე პორტუგალიის გუნდი გავიდა.
მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური მატჩები 2-3 მარტს გაიმართება, ევროპის ჩემპიონატის ფინალი კი 17 მარტს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0